ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
5 ოქტომბერი, 2023


1

იყავი პირველი, არ ვჩივი,
მე კვლავაც ვიქნები მეორე,
უწოდე შენ შენს თავს არწივი,
შენს მერე გადვიფრენ ხეობებს.
ჰო, იყოს ჯერ შენი ნაბიჯი,
მეც ჩემებრ გზასა და ნაკვალევს
გავყვები, არ უნდა საბიჯგი
არც შენი, არც სხვისი ამ თვალებს.
პირველმა თქვი სიტყვა, არა მაქვს
პრობლემა, თუნდაც სულ არ ვიტყვი,
ადექი, დაიწყე გადაჭრა
საკითხის, მე ისევ დავიცდი.
ყველგან შენი გვარი ისმოდეს,
იყავი პირველი ფურცლებზეც,
მე მხოლოდ ის მინდა ვიცოდე
და ცოდნას საქმეში ვუცქერდე.
წოდება? სახელი? სიმაღლე?
აქაც პირველობა შენ გქონდეს,
შენ გქონდეს ამ ქვეყნის სიმართლეც,
მე კი ჩემს სიმართლეს ვეტრფოდე.
იყავი პირველი რადგან გსურს,
ვიქნები მეორე, არ ვჩივი,
ოღონდაც შენს აწმყოს და წარსულს
შეჰფერდეს პატივი არწივის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები