ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: პოეზია
20 ოქტომბერი, 2023


ექსის ლექსი, ხილვა-გალა, თავისამარა, იგი - ასეთი

#ლექსები

ნინო დარბაისელი

ექსის ლექსი

არც გაგონდება.
მას  - ეჩვენება, 
შენი სიტყვობა,
საქმიანობა,
არსებობა -
არის ერთი შურისძიება!


ხილვა-გალა

შემოგვატარებს მზერას, იჭვიანს, ალმაცერს,
რაფას დააჭერს ცერს და მიასრისავს მწერს:
-  დამატებია უკვე ეს გასაჭირიც ერს.
შენ მკითხველი თქვი, თორემ
წერით - სუყველა წერს.


თავისამარა

მას დაბადებით აურჩეველი
- ცუდი ერგუნა
და აირჩია - საუკეთესო.
ყველანი ვკვდებით.


იგი - ასეთი

კეთილშობილ კაცს თამაშობდა.
ამასობაში როლი ისე შემოესწავლა,
სხვანაირობა ვეღარ შეეძლო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები