ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
20 ოქტომბერი, 2023


რაღაც ს ხ ვ ა გ ვ ა რ ა დ

რაღაც ს ხ ვ ა გ ვ ა რ ა დ
ავტ: ნ ე ქ ტ ა რ ი

ადამიანი ნივთი არ არის შეეჩვიო და გადაეჩვიო,
ვიღაც ვინმეში გადაუცვალო  გჭირდებოდეს და მისთვის გერჩიოს,
ცაზედ რომ არის ბევრი ვარსკვლავი, მზე, მთვარეადა ერთი ღმერთია,
ხელმწიფისათვის დიდების ნიშნად, მადიდებელი ოქროს კვერთხია,
და რა ძნელია სწორედ ამიტომ შემოდგომას რომ სევდა ერია,
მწვანე ფოთლები უსულოდ წვანან და მათი სახე ჩალისფერია,
მივალ, მივყვები ქუჩის ქვაფენილს და მზერას ჩემსას ეჭვი შერთვია,
მე არვის ვახვევ მაბეზრებელ ფიქრს, რადგან ისინი მხოლოდ ჩემია,
სამყაროს წესი ჩემთვის უცხოა, ბევრჯერ  ბევრი რამ მასაც შეშლია,
მე კი იდუმალ ფიქრთა რიგები აუცილებლად სადღაც შემშლიან,
მირაჟივით ჩანს უკვე წარსული ჩემი გარდასულ დღეთა უწყებით,
მტვრიან მაგიდას მაგონებს იგიც , ლაქებად რომ აქვს სადღაც ჭუჭყები,
მაინც ერთი რამ  ელის უდავოდ როცა გაცვდება ძველი ჭურჭელი, 
რადგან აქ თითქმის აღარ არსებობს სათქმელ–საქმნელი გადაუჭრელი 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები