უილიამ შექსპირი - აღთქმის გამტეხმა ვით შეგფიცო, რომ შეგიყვარე
პიესიდან „სიყვარულის ამაო გარჯა“, მოქმედება 4, სურათი 2
ნათანიელი (კითხულობს)
აღთქმის გამტეხმა ვით შეგფიცო, რომ შეგიყვარე, რწმენაზე უკეთ, ვუერთგულებთ სიტურფეს ნაფიცს, კვლავ უდრეკია მუხასავით ზრახვის სიმყარე, თუმც ტირიფივით ქედს მოგიხრის მორჩილად ხაფი;
შეხე მის ტოტებს, წიგნადქცეულ შენს თვალთა ხიზანთ, მანდ სიამეა, ხელოვნებით განცდილი, ნაზი, ცოდნის მსურველი ვინც გაგიცნობს - ეწევა მიზანს, ბრძენია ენა, სათანადოდ შემსხმელი აზმის.
როცა გხედავენ, არ კვირდება მარტოდენ ბრიყვი, სასიქადულო მეც მაქვს, რადგან თაყვანს გცემ მდაბლად, ზევსის ბრწყინვალე ელვას თვალში, ყელში ხმას გრგვინვის, აფრქვევ თანწყობილ მელოდიად და სათუთ ალად.
შემინდე, თუკი სიყვარულის მიზეზით შევცდი და მოკვდავ ენით განგადიდე მშვენება ზეცის.
28 ოქტომბერი, 2023 წ.
William Shakespeare - If love make me forsworn, how shall I swear to love
From “Love's Labor's Lost” Act 4, Scene 2 SIR NATHANIEL (Reading)
If love make me forsworn, how shall I swear to love? O never faith could hold, if not to beauty vow'd: Though to myself forsworn, to thee I'll constant prove; Those thoughts, to me like oaks, to thee like osiers bow'd.
Study his bias leaves, and make his book thine eyes, Where all those pleasures live that art can comprehend. If knowledge be the mark, to know thee shall suffice; Well learned is that tongue that well can thee commend;
All ignorant that soul that sees thee without wonder; Which is to me some praise, that I thy parts admire: Thy eye Jove's lightning seems, thy voice his dreadful thunder, Which, not to anger bent, is music and sweet fire.
Celestial as thou art, O do not love that wrong, To sing heaven's praise with such an earthly tongue.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. დიდი მადლობა, მუხა, იხარეთ! დიდი მადლობა, მუხა, იხარეთ!
1. შემინდე, თუკი სიყვარულის მიზეზით შევცდი და მოკვდავ ენით განგადიდე მშვენება ზეცის.
დიდებული თარგმანია. შემინდე, თუკი სიყვარულის მიზეზით შევცდი და მოკვდავ ენით განგადიდე მშვენება ზეცის.
დიდებული თარგმანია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|