პატარა ნინოს ტაატით დაატარებდა ღმერთი. ხელებს უთბობდა, თმას უზრდიდა, ხამლს უკერავდა, დასჭირდებაო მალე. ნინო გაიზარდა, ჯერ სუსტი მაჯებით, დაატარებდა ლოცვანს. ღმერთს ევედრებოდა, არ მომცეო ძალა უხეში, ქარივით მსუბუქ დღეებს ჩამაბარეო, ან ფრთები მომეც, მივიდეო აღთქმულ მიწაზე. სიზმრები ჰქონდა გამოუთქმელ სინათლით ნაჭედი. იცოდა, არ უნდა დანებებოდა ქარტეხილებს.