უილიამ შექსპირი - ერთხელ, დამთვრალმა ტრფობის სასმისით
პიესიდან „სიყვარულის ამაო გარჯა“, მოქმედება 4, სურათი 3
დიუმენი (კითხულობს)
ერთხელ, დამთვრალმა ტრფობის სასმისით, - სიყვარულს უდგას მუდამ მაისი, თვალი მოვკარი მინდვრად გავლილმა, სიო ანცობდა ედემყვავილთან, ეფერებოდა ფარჩის სასახლეს, გამონახავდა ყველა გასასვლელს, გაბრუვდებოდა მისი სათუთი სუნით ზეციურ ამონასუნთქის; ყვავილს შევბედე: ტურფავ, ნეტავი, დამაკოცნინა ღაწვი ნეტარი, თუმც აღთქმის ძალით შეკრულ ხელებით, ვერ მოგწყვეტ ტრფობით განახელებიც; ფიცი ჭაბუკს არ ესაბამება, რადგან მიელტვის მიწყივ ამებას! არ შემირაცხო ცოდვად ნანატრი ტრფიალის გამო ფიცის ღალატი; ზანგად ჩათვლიდა ზევსი მეხმტყორცნი ჰერას, დანახვით შენი ფერ-ხორცის, ოლიმპს დათმობდა მეხით მკოდავი და გახდებოდა ჩვენებრ მოკვდავი.
3 ნოემბერი, 2023 წ.
William Shakespeare - On a day - alack the day!
From “Love's Labor's Lost” Act 4, Scene 3
DUMAIN [Reads]
On a day - alack the day!-- Love, whose month is ever May, Spied a blossom passing fair Playing in the wanton air: Through the velvet leaves the wind, All unseen, can passage find; That the lover, sick to death, Wish himself the heaven's breath. Air, quoth he, thy cheeks may blow; Air, would I might triumph so! But, alack, my hand is sworn Ne'er to pluck thee from thy thorn; Vow, alack, for youth unmeet, Youth so apt to pluck a sweet! Do not call it sin in me, That I am forsworn for thee; Thou for whom Jove would swear Juno but an Ethiope were; And deny himself for Jove, Turning mortal for thy love.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. დიდი მადლობა, მუხა, იხარეთ! დიდი მადლობა, მუხა, იხარეთ!
1. ძალიან კარგი თარგმანი სატრფიალო. ძალიან კარგი თარგმანი სატრფიალო.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|