უილიამ შექსპირი - ნაადრევად მოწყვეტილო ნაზო ვარდო
( „მგზნებარე პილიგრიმიდან“)
ნაადრევად მოწყვეტილო ნაზო ვარდო, გაზაფხულზე დაჭკნი ჯერაც უფურჩქნელი, აღმოსავლის მარგალიტო სამარადოვ, შხამიანი ნესტრით მოგსრა კვდომამ ქველი, ისე, როგორც მირაბელი უმწიფარი, ადრეულად ძირს ვარდება ხიდან ქარით.
შენ დაგტირი, საყვარელო, ამბოკარი, თუმც მცირეც არ მიანდერძე სამახსოვროდ, მაგრამ მეტი მომანიჭე საბოძვარი, რადგან არრა მდომებია სამათხოვროდ; მაპატიე ხვაშიადი თავხედური! შენგან შემრჩა ნაჩუქარი საყვედური.
19 ნოემბერი, 2023 წ.
William Shakespeare - Sweet rose, fair flower, untimely plucked, soon vaded
(From “The Passionate Pilgrim”)
Sweet rose, fair flower, untimely plucked, soon vaded, Plucked in the bud, and vaded in the spring; Bright orient pearl, alack too timely shaded, Fair creature, killed too soon by death’s sharp sting: Like a green plum that hangs upon a tree, And falls (through wind) before the fall should be.
I weep for thee, and yet no cause I have; For why thou left’st me nothing in thy will. And yet thou left’st me more than I did crave, For why I craved nothing of thee still: O yes (dear friend) I pardon crave of thee, Thy discontent thou didst bequeath to me.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. კარგი ლექსი კარგი თარგმანით. ლექსში "მირაბელი " -მეცნო, თავად გამისინჯავს გემო, პოლონეთში ვიყავი და იქ ვნახე, მე ტყემალი მეგონა, ზუსტად ჩვენ ტყემალს გავს, პატარა მარცვლებია, მხოლოდ მწიფეთი აკეთებენ ჯემს, ისიც იშვიათად დანარჩენს ყრიან, უმწიფარი მირაბელა კი შხამივითაა, ა,აა ხედავ შექსპირსაც სცოდნია, მე კი მათ ვასწავლე , მირაბელის საწებლის გაკეთება, ჩვენი ტყემალის საწებელას რეცეპტით და გადაირიენ. ძალიან მოეწონათ,ახლა მთელი მათი სანათესაო აკეთებს და აწერენ ქილას, (სოს მირაბელი ქართულადო, სოსი საწაბელას ნიშნავს მაგათვის)კომენტარი გამიგრძელდა , გასამხიარულებლად, მაპატიეთ.
კარგი ლექსი კარგი თარგმანით. ლექსში "მირაბელი " -მეცნო, თავად გამისინჯავს გემო, პოლონეთში ვიყავი და იქ ვნახე, მე ტყემალი მეგონა, ზუსტად ჩვენ ტყემალს გავს, პატარა მარცვლებია, მხოლოდ მწიფეთი აკეთებენ ჯემს, ისიც იშვიათად დანარჩენს ყრიან, უმწიფარი მირაბელა კი შხამივითაა, ა,აა ხედავ შექსპირსაც სცოდნია, მე კი მათ ვასწავლე , მირაბელის საწებლის გაკეთება, ჩვენი ტყემალის საწებელას რეცეპტით და გადაირიენ. ძალიან მოეწონათ,ახლა მთელი მათი სანათესაო აკეთებს და აწერენ ქილას, (სოს მირაბელი ქართულადო, სოსი საწაბელას ნიშნავს მაგათვის)კომენტარი გამიგრძელდა , გასამხიარულებლად, მაპატიეთ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|