ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დანტე დარდიანი
ჟანრი: პოეზია
12 დეკემბერი, 2023


* * *

კვლავ ვიფიცებდი, ძვირფასო, შენს მზეს,
სიცოცხლისაგან თითქმის დაცლილი
და იდგა ღამე მაღალ მთის წვერზე,
დაყუდებული ბერიკაცივით.

მემუქრებოდნენ წესის აგებით
ჩემი ცოდვები, შავი მწირები,
ხოლო ფიქრები, ვით ყასაბები,
ჩემს გულს ერთურთში ინაწილებდნენ.

ხატავდა ჩემს ბედს ვიღაც აკრილით,
ეკალ-ბარდებში განა იებთან
და როგორც ქრისტე ჯვარზე გაკრული,
ნი, მთვარე წყვდიადს იგერიებდა.

ქარი მწყუროდა ჩიტივით გაშლილს,
მაგრამ ზეცაშიც არვინ მელოდა
და ისე, როგორც ჯიუტი ბავშვი,
წამოვათრიე სული მდელოდან.

ადრე მოვგავდი ნი, რკინის მკვნეტავს,
ლექსებთან ვქუხდი, როგორც შვილებთან,
შენ იცი პოეტს სიკვდილზე მეტად,
დუმილის აღთქმა რომ აშინებდა?!

შენს სურნელს ვგრძნობდი სუსტი სიოდან,
ხრიოკზე გრძნობის გავხდი მთესავი,
აუღელვებლად დრო გადიოდა
და მამძიმებდა სიბერესავით.

ვეღარ ვხედავდი ძვირფასო, შენს მზეს
და უშენობას მკერდი ვუფარე,
ღამე კი იდგა მაღალ მთის წვერზე,
მდუმარე, როგორც ჭირისუფალი.

დანტე დარდიანი    12/12/2023

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები