ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დანტე დარდიანი
ჟანრი: პოეზია
16 დეკემბერი, 2023


* * *

გადავათეთრე ნი, ღამე გუშინ,
გავჩერდებოდი მარტო სახლში ვერ...
მოგონება ხომ, ვით სეტყვა ხნულში.
იმედს მიკლავდა ჩანასახშივე.

და ვგავდი წვრილი საცერით გაცრილს,
მანიავებდა ქარი ქოხებთან,
დალახვროს ღმერთმა, დაწერდა კაცი,
ლექსში გულს მაინც მოიოხებდა.

ისე, ვით სისხლი მკერდში ჩაღვრილი,
შენ მასუსტებდი უარესადაც,
ვერ ვისვენებდი იმ ყივჩაღივით,
მუხრანის ბოლოს ხმალს რომ ლესავდა.

შემაბეს ყელზე, როგორც ეჟვანი
ეს უიღბლობა, მართმევს იალაღს,
მე და შენ დავრჩით უნუგეშონი
და მარტოობამ გადაგვიარა.

ლექსები სისხლის მდინარეებად,
ყელგამოჭრილი, როგორც ხარები,
მექცა, არ ვიცი, როგორ შევება,
მოწამლული ვარ ამ მწუხარებით.

მეძებდნენ წუხელ ღობე-ყორეში,
ჩამსაფრებოდა ეშმა გარიყულს,
ვერ დაგვაჯერეს ჩვენს სიშორეში,
ნი, რომ უფალის ბრალი არ იყო.

დანტე დარდიანი      12/12/2023

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები