ჯორჯ გორდონ ბაირონი - სტანსები მუსიკისთვის
ნათელში პოვე მყუდრო სავანე! არასდროს სული შენზე ნარნარი არ გასცდენია მოკვდავთ სამანებს, რათა ებრწყინა ზეცის ბაღნარში.
ვერ გახდებოდი ქვეყნად ღვთაება, სული უკვდავ არს, ხორცი - გახრწნადი, რა საჭიროა გვრინი, ვაება, ვიცით, ღმერთია შენთან მარადის!
მსუბუქი გქონდეს მიწა, ზურმუხტის საბნად გეფაროს მწვანე ბალახი, ალაგს ასცილდეს ჩრდილი ქურუხი, არ გიხსენებდეთ ვაივაგლახით.
მინდა გამკობდეს ბზა ფერუცვლელი და ყვავილების ტურფა კრებული, ნაცვლად კვიპარის, ანდა ურთხმელის; რაღად ვიგლოვოთ სულცხონებული?
18 დეკემბერი, წმ. საბა განწმენდილის ხს. დღე, 2023 წ.
George Gordon Byron - Stanzas for Music Bright be the place of thy soul! No lovelier spirit than thine E'er burst from its mortal control, In the orbs of the blessed to shine.
On earth thou wert all but divine, As thy soul shall immortally be; And our sorrow may cease to repine When we know that thy God is with thee.
Light be the turf of thy tomb! May its verdure like emeralds be! There should not be the shadow of gloom In aught that reminds us of thee.
Young flowers and an evergreen tree May spring from the spot of thy rest: But not cypress not yew let us see; For why should we mourn for the blest?
1814
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. თარგმანი კარგი. თარგმანი კარგი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|