ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ-ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
5 იანვარი, 2024


George Gordon Byron - Damaetas

ჯორჯ გორდონ ბაირონი - დამეტი

კანონის ძალით ჯერ უწლოვანს, იცნობენ მცონრად,
მისი გონია ბიწიერი მოლხენის მონა,
მოკლებულია სათნოებას, ღირსებას, სირცხვილს,
გაქნილი ქაჯი არ თაკილობს ტყუილს და სიცბილს.

სიყრმიდან მოსდგამს ძლიერთადმი ლიქნი და თნევა,
ქარივით მერყევს, სიამოვნებს ველური ქცევა,
თავგზას აუბნევს ასულებს და მეგობრებს მიმნდობთ,
გამობრძმედილი ხიმანკალი არავის ინდობს.

განვლო დამეტმა ლაბირინთი ყოველი ცოდვის,
გარდაემატა თანატოლებს სიბილწის ცოდნით,
სხვადასხვა ვნება აიძულებს შეპყრობილს ბრექით,
სიამის თასის გამოსცალოს სიტკბო და ლექი;

უწინდელ ხუნდებს თუმც დაამსხვრევს მორჩილი მწიკვლის, 
ხელახალ ცოდვით უეჭველად მოიმკის სიკვდილს.

5 იანვარი, 2024 წ.


George Gordon Byron - Damaetas 

In law an infant, and in years a boy,
In mind a slave to every vicious joy;
From every sense of shame and virtue wean’d;
In lies an adept, in deceit a fiend;

Versed in hypocrisy, while yet a child;
Fickle as wind, of inclinations wild;
Women his dupe, his heedless friend a tool;
Old in the world, though scarcely broke from school;

Damætas ran through all the maze of sin,
And found the goal when others just begin:
Even still conflicting passions shake his soul,
And bid him drain the dregs of pleasure’s bowl;

But, pall’d with vice, he breaks his former chain,
And what was once his bliss appears his bane.

1807

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები