ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
14 იანვარი, 2024


George Gordon Byron - A Spirit Passed Before Me (From Job)

ჯორჯ გორდონ ბაირონი – გამომეცხადა სული (იობის წიგნიდან)

გამომეცხადა წარგზავნილი მაცნე მუდამის
და დავინახე დიდებული სახე უკვდავი,
ჩემ გარდა ყველას დაეხუჭა ძილით თვალები,
მივჩერებოდი უფორმო არსს, მაგრამ ღვთაებრივს;
ძვლებზე მცოცავმა ხორცმა თრთოლა იწყო ყამისგან,
როდესაც ყალყზე თმა დამიდგა, ჩქამი გაისმა:

„კაცი თვით ღმერთზე სპეტაკია, მასზე მართალი,
რომლის წინაშეც სერაფიმიც დაფრენს დამფრთხალი?
თიხის ქმნილებავ, დღეგრძელობით გჯობნის ფარვანა,
ღმერთის სამართლის განა უწყის მდარე მავანმა?
უდღეური ხარ და ღამემდე ჭკნები სალუქი
და ბრმა ვერ ამჩნევ ნათელს სიბრძნის გამონაშუქის!"

14 იანვარი, 2024 წ.


ორიგინალი იხილეთ აქ: https://allpoetry.com/A-Spirit-Passed-Before-Me-_From-Job_

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები