ნინო დარბაისელი
კუკუზობა
პანამა სითიში პატარა ხიდია, როცა ჩამოვდივართ, კუთხის საპურეში აქვე, პურს შევიძენთ, კარგად ვანამცეცებთ და მერე ხიდიდან კუთა მოსაზიდად ნელ-ნელა ჩავაყრით ამ მდორე მდინარეს და სადღაც, ხუთ წუთში ის წყალი ივსება კუთა ოჯახებით. “ -კუ-კუზე შემჯდარი ოდესმე გინახავთ? - მინახავს რედნორზე, ხშირად, გაზაფხულზე! - მე ადრე დავარქვი ამას კუკუზობა. - თევზები? -ქვირითით მრავლდება, წყალქვეშა ამბები - არასდროს მინახავს. მინახავს ვეშაპი - ცოცხალმშობიარე, ისე კი, იმაზე დიდია წყალქვეშა სამყარო, მრავალფეროვანი, ვიდრე ხმელეთია.”
დედ-მამას პატარა შვილებიც თან მოჰყავთ, თევზებიც ცდილობენ, რაიმე ირგუნონ, ჰაერში ხტებიან, იჭერენ ნამცეცებს და წყალქვეშ კუთა და თევზების ბრძოლაა ნამდვილი.
არ ვიცი, რა მოხდა, ეს კუს თუ შეეძლო, ვერც კი ვიფიქრებდი, სულ რაღაც ერთ წამში ჰაერში ამხტარ თევზს, თევზს ვეებერთელას მუცელში ეტაკნენ და სისხლი შეერთო მდინარის სიმწვანეს.
ხიდის ჯებირიდან ნამცეცეულობა ერთად ჩავაყარე და გულდაღვრემილი იქვე, ოკეანის ნაპირზე ჩავედი. ამათ რომ საკვები ასე არ უჭირდეთ, ამათ რომ შვილები მშიერი არ ჰყავდეთ, ასე თავგანწირვით რატომ იბრძოლებდნენ ერთი ნამცეცისთვის. ერთი ნამცეცისთვის ერთურთს გაფატრავდნენ? ერთი ნამცეცია ფასი ამ ცხოვრების. როცა საშოვნელად ნამცეცი ძნელია. შიმშილით სიკვდილს კი ბრძოლას არჩევ ნებით… ყველა - მართალია მისივე ჩვენებით. შორიდან ვინც გვიცქერს, კარგი ვეჩვენებით, მოდის არჩევნები, მოდის არჩევნები!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მადლობა მუხა!
წელს მსოფლიოს ბედი წყდება, სამი არჩევნები გვაქვს გადასატანი, რუსეთის პრეზიდენტის, ამერიკის პრეზიდენტისა და ამ ორის წყალობით შექმნილ ახალ კონფიგურაციაში - საქართველოსი. მართლა მეშინია. გეხვეწები, არ დაიზარო ფეისზე ამ ლექსის ქვეშ დადებული ჩემი ვიდეოს ნახვა, მეგობრებს ჩუმად დ გადაუღიათ. იცინებ. მადლობა მუხა!
წელს მსოფლიოს ბედი წყდება, სამი არჩევნები გვაქვს გადასატანი, რუსეთის პრეზიდენტის, ამერიკის პრეზიდენტისა და ამ ორის წყალობით შექმნილ ახალ კონფიგურაციაში - საქართველოსი. მართლა მეშინია. გეხვეწები, არ დაიზარო ფეისზე ამ ლექსის ქვეშ დადებული ჩემი ვიდეოს ნახვა, მეგობრებს ჩუმად დ გადაუღიათ. იცინებ.
1. ძალიან მომეწონა, ორჯერ წავიკითხე მართლაც საოცარი აზროვნება და წერის ნიჭი გაქვს, ასეა ბრძოლა არსებობისათვის. ასეთი მოწონების მერე, არ შემიძლია გულწრფელი არ ვიყო, ბოლო სამი სტროფი არ მომეწონა. ძალიან მომეწონა, ორჯერ წავიკითხე მართლაც საოცარი აზროვნება და წერის ნიჭი გაქვს, ასეა ბრძოლა არსებობისათვის. ასეთი მოწონების მერე, არ შემიძლია გულწრფელი არ ვიყო, ბოლო სამი სტროფი არ მომეწონა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|