ხომ ხედავ - თვალებში ბინდია, შეეხე, სულ თეთრად მონისლე. საზანდარს მომართავს მინდია, გულარღოს ახანჯლავს ონისე. პირველი ფეხონსაც უარყოფს, მეორე იდარდებს ამ ზამთარს, ონისე ახანჯლავს გულარღოს, მინდია მომართავს საზანდარს.
ბადა კი, იტყოდა, ნატიფი - თვალებში ვარსკვლავად ინათე! ბადამ კი, მოთიბა სათიბი, ბადამ კი - სათიბი იმათი… ტოვებენ სოფელს და მიდიან, ამ ტკბილ ხმებს არასდროს მოისმენ. ხომ ხედავ - თვალებში ბინდია, შეეხე, სულ თეთრად მონისლე.
ტკბილია აბრაგის ბადაგი, აბრაგი დათრობას გიპირებს, აბრაგი დათვრება, ბადა კი - იტირებს, იტირებს, იტირებს. შენს არდაგს ელფერი გადასდის, შენ არდაგს დასქერის ალუდა. სიცოცხლე ნისლია ბადასთვის, ბადას ხომ სიცოცხლე არ უნდა
გულყვითელ მოლაღურს დაახრჩობს მომდგარი ხიფათი, აშკარა, ქარიშხლით მოწყვეტილ ყაყაჩოს, საზღვართან რომ დახვდა ლაშქარი- მხედართა პირველი დამქაშის მაჭარი იმდენი ისვა, რომ ქარები ჩაგვიდგნენ ქარქაშში- დუმილის ქარები, სიზმარო.
წავიდნენ ქულფათთა, მაყართა, ისე, ვით ფუტკართა ნაყარი, ბადა კი, დამჯდარა მაყვალთან- ხელებში ჭკნებოდა მაყვალი. ერთმა თქვა - შევაბათ აღვირებს! მეორემ - დავუკლათ ალათი! ტყის გზაზე პირუტყვი აყვირეს - ჯალათებს გადავცეთ, ჯალათებს!
ლანძღავდნენ სიტყვებით უშვერი, ისე, ვით კისერი მოღერო, დედა კი, ამბობდა -უშველე, უშველე, უშველე, ოხერო! ხომ ხედავ, დაექცა სამყარო! ხომ ხედავ, თვალები აღაპყრო. მარილი მოგაკლდა, სამხარო, არ მათბობ, არ მათბობ, არაყო.
სიზმარი წაიყვანს მსახურებს და მაშინ, სადაფის ანდა ლურჯს, ბაღებში ვიპოვი საყურეს, ვიღაცის დაკარგულ არტანუჯს. ნაწნავს შლიდა და ვარცხნიდა, თეთრ შუქზე დგებოდა ფაცხების, ქარი რომ მოვარდა მარცხნიდან, ქარიშხლით, ცისფერი ქარცხვების.
დააგდო ნაქსოვი ფარდაგი, ხელადით მოვიდა ბადასთან. ხელებში დაუწვა, ბადა კი, ბადას კი, ყლუპი არ გადასცდა. ამბობდნენ - მწყურვალეს ვუშველოთ! ამბავი ზღაპარში გადასდის, სიცოცხლე ნისლია უშენოდ, სიცოცხლე - ნისლია ბადასთვის.
ის უნდა, ვერცხლის წყლით ნაცხებთა, ასული მახვილის, ვეშაკის, დამდგარი ტანმაღალ ცაცხვებთან, თვალებში სხივებით ეშმაკის. ქარები ციხე-კოშკს ლეწავენ, ის კი, დგას ვეშაკად და-ძმების, ურხევი ყაყაჩოს ლერწამით, მაღალი ხერხემლით ნაძვების.
კაცები მთას იქით მიდიან, მათ ტკბილ ხმებს არასდროს მოისმენ, საზანდარს მომართავს მინდია, გულარღოს ახანჯლავს ონისე. ბადა კი, სიბერეს აყოვნებს. ბადა კი, შავ ყორნებს მოისევს. თვალებშიც ხომ ხედავ შავ ყორნებს- შეეხე! სულ თეთრად მონისლე!
მე მისი მოსისხლე შევრისხე! ასეთი იგავი ვინ ნახა?! ბადა რომ დამსკდარი ტყემლის ხე უეცრად ქცეულა ვენახად. მათ მისი გაქრობა ვერ ნახეს, ადრეც რომ არასდროს ენახათ, ბადა კი, შეერწყა ვენახებს, ბადა კი, ქცეულა ვენახად.
ამბავი ცხრა მთას რომ გადაცდა, მოვიდნენ ღამეთა მთევანნი და ისიც მოვიდა ბადასთან, მოვიდა, მოწყვიტა მტევანი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. <3 ყოველთვის სიტყვის ჯადოქარი ( უფრო მძერწავი) <3 ყოველთვის სიტყვის ჯადოქარი ( უფრო მძერწავი)
6. არა, ჩემო კარგო, ეგრე სადაა! პირობა - პირობაა. თქვით და უნდა გააკეთოთ! მე, ვეტერანი ურაკპარაკელი - დაარსების დღიდან აქ ვარ და ნუ მიწყენთ, ასეთ ილუზორულ წარმოდგენებს თუ არ ვიზიარებ, რომ მკითხველთა მოსაზიდად მაინც კარგი პოეზიაა საჭიროო”, რომ ბრძანებთ. მაგალითის ძებნა შორს სულ არ დაგჭირდებათ.. პირდაპირ შეგახსენებთ იმას, რაც თუ ძველი წევრი ხართ, გეცოდინებათ. არც იმისი მჯერა, რომ მკითხველის მოსაზიდად მაინცა და მაინც კარგი ლექსის დაწერაა საჭირო. ამისთვის ძირითადად ორი უტყუარი მეთოდი არსებობს:
1. უნდა გყავდეს აქ რამდენიმე მაღალქულიანი ახლობელი და კარგი იქნება, პირადადაც თუ შეახსენებ, რომ რაღაც დადე, რათა შემოიხედონ და შეფასება არ დაავიწყდეთ. 2.” მოუწონე, რათა მოგიწონონ” რაც მეტად და მეტს მოუწონებ, პროპორციულად მოიმატებს შენდამი ყურადღება და ქულები. 3. წამოიწყე, შექმენი ინტრიგული მდგომარეობა, მაგალითად ფსევდო კონფლიქტის მაგვარი, შენს კომენტარებში.
სხვაფრივ აქ, ჩუქჩაზე ძველი ანეკდოტისა არ იყოს, ,, ჩუკჩა პისატელ, ა ნე ჩიტატელო”, რომ უპასუხა. ანუ ყველა მხოლოდ თავის ნაწერს კითხულობს, თუ, ცხადია, კითხულობს კიდეც - , დაწერის მერე. არა, ჩემო კარგო, ეგრე სადაა! პირობა - პირობაა. თქვით და უნდა გააკეთოთ! მე, ვეტერანი ურაკპარაკელი - დაარსების დღიდან აქ ვარ და ნუ მიწყენთ, ასეთ ილუზორულ წარმოდგენებს თუ არ ვიზიარებ, რომ მკითხველთა მოსაზიდად მაინც კარგი პოეზიაა საჭიროო”, რომ ბრძანებთ. მაგალითის ძებნა შორს სულ არ დაგჭირდებათ.. პირდაპირ შეგახსენებთ იმას, რაც თუ ძველი წევრი ხართ, გეცოდინებათ. არც იმისი მჯერა, რომ მკითხველის მოსაზიდად მაინცა და მაინც კარგი ლექსის დაწერაა საჭირო. ამისთვის ძირითადად ორი უტყუარი მეთოდი არსებობს:
1. უნდა გყავდეს აქ რამდენიმე მაღალქულიანი ახლობელი და კარგი იქნება, პირადადაც თუ შეახსენებ, რომ რაღაც დადე, რათა შემოიხედონ და შეფასება არ დაავიწყდეთ. 2.” მოუწონე, რათა მოგიწონონ” რაც მეტად და მეტს მოუწონებ, პროპორციულად მოიმატებს შენდამი ყურადღება და ქულები. 3. წამოიწყე, შექმენი ინტრიგული მდგომარეობა, მაგალითად ფსევდო კონფლიქტის მაგვარი, შენს კომენტარებში.
სხვაფრივ აქ, ჩუქჩაზე ძველი ანეკდოტისა არ იყოს, ,, ჩუკჩა პისატელ, ა ნე ჩიტატელო”, რომ უპასუხა. ანუ ყველა მხოლოდ თავის ნაწერს კითხულობს, თუ, ცხადია, კითხულობს კიდეც - , დაწერის მერე.
5. რაღაც ამის მსგავსი არა, სწორედ სირცხვილი დაგიწერეთ ვერ ვხედავ აუცილებლობას ყოველ ჯერზე დაგიტოვოთ ეს სიტყვა ისედაც დაუვიწყარი სიტყვაა
ბოლოს ერთ რჩევას მოგცემთ მკითხველეთა მოსაზიდად მაინც კარგი პოეზია ჯობია. გაგიჭირდებათ მაგრამ შეეცადეთ
რაღაც ამის მსგავსი არა, სწორედ სირცხვილი დაგიწერეთ ვერ ვხედავ აუცილებლობას ყოველ ჯერზე დაგიტოვოთ ეს სიტყვა ისედაც დაუვიწყარი სიტყვაა
ბოლოს ერთ რჩევას მოგცემთ მკითხველეთა მოსაზიდად მაინც კარგი პოეზია ჯობია. გაგიჭირდებათ მაგრამ შეეცადეთ
4. მოგესალმებით წარმოდგენა არა მაქვს, ვინ ბრძანდებით, მაგრამ თქვენი ნიკით მივიღე პირობა ამ ორიოდე დღის წინ, რომ ნინო დარბაისელის სახელით, რაც ჩემს ლიტერატურულ ვინაობას წარმოადგენს, რაღაცით გამსხვავებულს ფსევდონიმისგან მუდამ დამიტოვებდით გამოხმაურებას ,, სირცხვილია” თუ რაღაც ამის მაგვარს. მინდა გაცნობოთ, რომ გარდა ამ ნიკ - სახელისა, კიდევ მაქვს აქ ორი - დებორა და დიოტიმა. მოხარული ვიქნები, თუ მეწვევით და დანაპირებს ამ ნიკების ქვეშაც შემისრულებთ. გამოგიტყდებით, არა მხოლოდ, დიდად მართობს ეს ამბავი, მკითხველთა მოზიდვის კარგ საშუალებადაც მესახება. მოგესალმებით წარმოდგენა არა მაქვს, ვინ ბრძანდებით, მაგრამ თქვენი ნიკით მივიღე პირობა ამ ორიოდე დღის წინ, რომ ნინო დარბაისელის სახელით, რაც ჩემს ლიტერატურულ ვინაობას წარმოადგენს, რაღაცით გამსხვავებულს ფსევდონიმისგან მუდამ დამიტოვებდით გამოხმაურებას ,, სირცხვილია” თუ რაღაც ამის მაგვარს. მინდა გაცნობოთ, რომ გარდა ამ ნიკ - სახელისა, კიდევ მაქვს აქ ორი - დებორა და დიოტიმა. მოხარული ვიქნები, თუ მეწვევით და დანაპირებს ამ ნიკების ქვეშაც შემისრულებთ. გამოგიტყდებით, არა მხოლოდ, დიდად მართობს ეს ამბავი, მკითხველთა მოზიდვის კარგ საშუალებადაც მესახება.
3. სულ ზევით-ზევით მიიწევ და ეს ძალიან მიხარია სულ ზევით-ზევით მიიწევ და ეს ძალიან მიხარია
2. ძალიან მდიდარია, სავსე დაკარგული სიტყვებით, სავსე სიმბოლიზმით, სიტყვების თამაშით, ტკივილით... არ ვიცი ზუსტად როგორ ვთქვა, როგორი მაგარია. ამის აუდიო რომ არ დევს აქ, დანაშაულია. ძალიან მდიდარია, სავსე დაკარგული სიტყვებით, სავსე სიმბოლიზმით, სიტყვების თამაშით, ტკივილით... არ ვიცი ზუსტად როგორ ვთქვა, როგორი მაგარია. ამის აუდიო რომ არ დევს აქ, დანაშაულია.
1. ამბავი ცხრა მთას რომ გადაცდა, მოვიდნენ წკვარამის მთევანნი და ისიც მოვიდა ბადასთან, მოვიდა, მოწყვიტა მტევანი. ძალიან, ძალიან ძლიერი პოემაა.
ამბავი ცხრა მთას რომ გადაცდა, მოვიდნენ წკვარამის მთევანნი და ისიც მოვიდა ბადასთან, მოვიდა, მოწყვიტა მტევანი. ძალიან, ძალიან ძლიერი პოემაა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|