ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
16 აპრილი, 2024


მიყვარს წარსულში მოგზაურობა

ეჰ, მენატრება წლები ბავშვობის,
ჩემი გამზრდელი მშობელი დედა...
გოგო, რომელსაც მაშინ დავშორდი,
მენატრება და სიზმარში ვხედავ.

თვალწინ მიდგება ბავშვობის ხანა,
ნაზად ვკოცნიდი დედის ძუძუებს...
მახსოვს: მის მიერ ნამღერი ნანა,
მწამს: ვერც სიბერე დამაუძლურებს.

მიყვარს წარსულში მოგზაურობა
და გახსენება ძველი ამბების...
მე არ მჩვევია უმადურობა,
ვარ მადლიერი ჩემი განგების.

2024

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები