მთავარი გვერდი
პორტალის შესახებ
რეგისტრაცია
ნაწარმოებები
კომენტარები
რეცენზიები
დღიურები
წევრები
ლიტ-მოვლენა
ილუსტრაცია
მოგვწერეთ
ძებნა
ფორუმი
გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში
* * *
გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.
* * *
დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!
ყველა ნაწარმოები
ავტორი:
ვანანო
ჟანრი: პოეზია
13 აპრილი, 2024
ტრიდე ყურმილი
ვეცადე და ვერ დავხურე კარები
გელოდი და არ დავხუჭე თვალები
რადგან სიზმრად შენი ხილვა მეწადა
უჩემობით კერძი ცივად გეჭამა.
კარსაც ვაღებ და ეს სიზმარია
მზე დაწვა წუხელ გიჟურად ჩვენთან
მე სიტყვა მწადდა თუმცა გულაღმა
შენი ამბორი ყელსაც გადასწვდა
ფრთხილობ და სიტყვებს სარკეზე აწყობ
არეკლილია შენი ფიქრები
მე გაგიჩინე უთმო ჭაღარა
შენ ჭაღარიან გულსაც შემოწვდი
მერე დარდები იყო კეცებად
ცამ გამოიდო ტრიდე ყურმილი
მელანდებოდა მოხუცი ბებო
შენ საკურნებლად მტრედის ღუღუნი
სხვანაირია ეს გზები ტევრის
მომავალია ბრძოლა მეღირსა
გამოიტანა ხიჭვების კონა
კორიანტელში ნაცრის ქექვისა
ვიბრძოდით გულის გარეთა ნიშით
შემოვიძარცვეთ ხორცის თავშლები
ყველგან ღმერთია გრძნობისად ღელვა
ღელვა ზღვის დარი შენი შეხების
გამოიშუქე ციცინათელავ
ფოსფორის რძე და ყველი იგემე
დაფლეთილ დღეზე ღამეს დანისლავს
პეპლებით ფარი-გულის სამიჯნე.
აღარც რომ მომწონს ჩემი ჯინი
ბზრიალი თვალთა ხელ-ფეხ-ბორკილი
სხვა სამეგობრო გონებით დავა
მინდა კვლავ ვცადო გზაშემოვლითი
გადავაფარო ამ დარდებს ფარჩა
მხოლოდ კედლებსაც ზოგჯერ ვუსმინო
დასავიწყებელ ქარიშხლიან დღეს
მხოლოდ სიტყვები არ დავივიწყო.
გადმოწერეთ PDF ფორმატში
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
2.
მიხარია :) ჩემი პოეზია -არა მხოლოდ პოეზიისთვის!!
ვისაც ვერ გაუგია, რატო ვჯახირობ!!
!!
.
მიხარია :) ჩემი პოეზია -არა მხოლოდ პოეზიისთვის!!
ვისაც ვერ გაუგია, რატო ვჯახირობ!!
!!
.
ვანანო.
2024-04-14 00:43:22
1.
ჩემს განწყობასაც ეხმიანება.
ჩემს განწყობასაც ეხმიანება.
მუხა.
2024-04-13 21:35:08
მონაცემები არ არის
მონაცემები არ არის
28.07.2026 06:24:24