„და ღრუბელი როგორც დედის ბალიში ვერ იშორებს მის სუნსა და სენს“ თუთა
მერვე ბე-ა: გაბრიელი, ოთო და კაკო, საგნის ვერ ვწვდებოდით არსს, ცხელ ღუმელთან, ფანჯარაში თოვდა და ყარაული აყოვნებდა ზარს.
მან სისხარტით ციცქნა ფეიქარების, ადგილიდან დაიძახა: მას! იქნებ, მასში ქროდენ ლურჯი ქარები?! იქნებ, გულში ცეცხლი ენთო მას..
გაზაფხულზე, მთაში კრეფდა ყვავილებს და მოწყენილს ალაღებდა დას. ერთხელ მოხდა - ნაყინებით ვანილის უმასპინძლა ახმეტელის დასს.
ხელგაშლილად და გულღიად ცოდავდა, მაწანწალებს არ უდებდა ტოლს... გახსოვს?! მაშინ ფანჯარაში თოვდა და ახლა ჩემში გამუდმებით თოვს.
შენ ხომ ახლაც ისეთივე იქნები, ან კითხულობ ოსტინსა და კლენს. მაშინ უფრო თბილი იყო წიგნები, მაშინ უფრო თბილი იყო, ლენ...
ახლა წიგნებს აწევს წონა ფილაქვის, გადაიქცნენ ის წიგნები მთად. შენი ჩანთა რატომ მიაქვს ირაკლის, შენი ჩანთა სხვისი იყო, თათ!
ისმის ხმები, სადღაც არის სტუმრობა, ალბათ, ასე გადაწყვიტა დრომ. ეს ხომ ჩემი მეგობრები ხუმრობენ, ფილმის ბოლოს რომ შევხვდებით, რომ...
თავსხმა წვიმებს ეზოს ერთი ხე დალევს და გაგვითბობს განთიადი გულს, რომ მოვუსმენთ გადმოფრენილ ქედანებს და გავყვებით ქედანების გუნდს.
სად ხართ ახლა, რა გადაგხდათ ასეთი? ტოვებთ მინდვრებს და უთვალავ წამს. რა ვქნა, თუკი არ ვკითხულობ გაზეთებს? თანაც, დიდად არც რადიო მწამს.
ბევრს ვეწევი, არის ბრალი ნერვების, ბზობის დღემდე ვუფრთხილდები ბზას, მაგრამ ზოგჯერ მახსენდება მერვე ბე და სახლისკენ მიმავალი გზა.
და ვიხსენებ ციცქნა ფეიქარების ადგილიდან შეძახილებს - მას! იქნებ, მასში ქროდენ ლურჯი ქარები?! იქნებ, გულში ცეცხლი ენთო მას.
„და ღრუბელი, როგორც დედის ბალიში, ვერ იშორებს მის სუნსა და სენს“ ახლა უკვე კარგად იცი შენც, იმ ბარდნაში მარტო როგორ გამიშვი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. გაიხარე! სიამოვნებით წავიკითხე, თითქოს ვმღეროდი თან. ამ ხნის კაცს, ჩემი მეერვე - ა კლასი გამახსენდა, მისკენ რომ ვიყურებოდი შეფარვით ... ,,აქეთ მოიხედე თეიმურაზ, მომისმინე"! - ,,თქვენ გიყურებთ, მას"!
და ვიხსენებ ციცქნა ფეიქარების ადგილიდან შეძახილებს - მას! იქნებ, მასში ქროდენ ლურჯი ქარები?! იქნებ, გულში ცეცხლი ენთო მას.
გაიხარე! სიამოვნებით წავიკითხე, თითქოს ვმღეროდი თან. ამ ხნის კაცს, ჩემი მეერვე - ა კლასი გამახსენდა, მისკენ რომ ვიყურებოდი შეფარვით ... ,,აქეთ მოიხედე თეიმურაზ, მომისმინე"! - ,,თქვენ გიყურებთ, მას"!
და ვიხსენებ ციცქნა ფეიქარების ადგილიდან შეძახილებს - მას! იქნებ, მასში ქროდენ ლურჯი ქარები?! იქნებ, გულში ცეცხლი ენთო მას.
2. როგორი ნაივურები(ც) იცი ხოლმე <3
როგორი ნაივურები(ც) იცი ხოლმე <3
1. ძალიან, ძალიან მომეწონა. ძალიან, ძალიან მომეწონა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|