ვერც თითებით და ვერც თვალით მოგწვდი, ფიქრი ვზარდე და ვენდე... (მე კიდე!) უცნობ სინათლეს, ჩემამდე გაწვდილის, დაუფიქრებლად გამოვეკიდე. თუმც სუსტი ალი გამოდგა მხოლოდ - ნაზი ფრთისათვის დიდი ხანძარი - ეჰ, რა მარტივი ყოფილა ბოლო, - სუნთქვა ფიქრითაც ვეღარ დავძარი.