ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მ ა რ ი
ჟანრი: პოეზია
18 მარტი, 2009


სარა

გამარჯობა ,სარა!
დღეს მერამდენედ ამოვიდა მზე  შენ გარეშე.
წუხელ  მესიზმრა  ლიანდაგები,
სადაც
ხელიხელჩაკიდებულნი
დავდიოთ ბავშვობისას.
არ გახსოვს, სარა,
ის მოხუცი
ხელჯოხითა და ცილინდრით?
-შეხედე, მაიკ!-
შენ ამბობდი მუდამ ჩურჩულით,
მე კი მიყვარდა ამ მოხუცის გამოჩენა,
რადგან ტუჩებით
ამ დროს
ყურზე მეხებოდი.

სარა ,
სარა,
სარა!
რად მომენატრა,
ხმამაღლა მეთქვა შენი სახელი,
როგორც იმ ღამით ,
როცა  გიხსნიდნენ  ვიწრო კორსეტს
ჩემი თითები ?


აგვისტოს მოკლე ღამესავით
მხუთავია მოგონებები.
წუხელ მესიზმრა ....
წუხელ
ორი ლიანდაგი მესიზმირა,სარა,
უკვე დაბეტონებული,
თვალისათვის  - არარსებული...
მესიზმრე,სარა!


(Здравствуй Сарра!
В который раз
Восходит солнце
Без тебя...
В который раз
Снились те рельсы, два пути-
И за руки опять взялись
Как прежде мы..
Опять старик в цилиндре,
Он тростью вымеряет шаг,
И губ косанья дрожью осыпают ухо-
"Маик посмотри!"
Любил я того старца!...
И вновь кричать готов я
Сарра, сарра, сара!
Как ночью той
Когда сплитая пальцы
В корсетных лентах за спиной
произносил я имя...
Удушливы воспоминанья,
Как августовский зной!
Вчера я видел сон!
-Те два пути, невидимые релсы..
Засыпаны воспоминаньем и землёй..
Мне снилось-Сарра!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები