ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გარფილდი
ჟანრი: პოეზია
14 ივლისი, 2024


ორთაჭალიდან

იქნებ, არც ღირდეს ღამის გათევად,
რომ ჩავიწერო მუზის კარნახით
მორიგი ლექსი - ალმანახიდან,
არ დამანახო!
მე, ბუმბულივით ვუმზერ სატევარს,
გამზადებული ტილო - კრანახის,
სანამ მამალი არუკ-რუკდება,
სანამ ქათამი აკრიახდება,
დილის კრახიდან!
ხშირ შემთხვევაში ისე მჩატე ვარ,
უგულო კაცის სულშიც ჩავდივარ
და სულ მცირედი შემაქვს მორალი,
იუდასაგან ნაამბორალშიც!
ფეხით მოვდივარ ორთაჭალიდან,
როცა დამჭირდა,
გზაში ამ ლექსსაც უფრო ადრე ვშობ,
მეგობარს ვნახავ ალექსანდროვში...
მერე გავივლი ხიდს და ძიას ლუდს,
სახლამდე უნდა ვიბოდიალო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები