 | ავტორი: სერგეი ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 1 აგვისტო, 2024 |
არსებობს თუ არა ღმერთი? ეს რთული საკითხია და მიუხედავად იმისა რომ მორწმუნეები გაცილებით მეტია, ეს არაფერს ნიშნავს. ასევე, საკმაოდ არაკორექტულია კითხვა..."გწაამს?" რა თქმა უნდა თუ ადამიანს სწამს , სულაც არაა საჭირო დადებითად ვუპასუხოთ, დავძაბოთ სიტუაცია და დავამციროთ ის თქვენი აზრით ,მხოლოდ იმიტომ რომ ამას პოტენციური ათეისტი გეკითხებათ....რა მნიშვნელობა აქვს მას (ათეისტს) ეცოდინება თუ არა თქვენი მრწამსი??? რა იცვლება ამით?..და საერთოდაც....რწმენას და ზოგადად ჭეშმარიტებას არაფერი აკლდება იმით, თუ ვიღაცა ათეისტი ამას არ სცნობს... სასაცილოა ალბათ , ხომ? ასევე სისულელეა მასთან დებატებში შესვლა, ანუ კამათი, ის დასვამს კარგად მოდერირებულ კითხვას და თქვენ, მორწმუნეს, ეგრევე გაგაჩუმებთ. მაგალითად ვინ შექმნა ღმერთი? ახლა უფრო მეტი სისულელე, მაგრამ ფაქტი. მიუხედავად იმისა რომ მილიარდები იხარჯება მთელ მსოფლიოში ღმერთის რწმენის შენარჩუნებაზე, მაინც შეუქცევადად მატულობს ათეისტების რაოდენობა. და რატომ? იქნებ ეს ტექნოლოგიების დამსახურებაა? ტექნოლოგიებმა ისეთი შესაძლებლობები გააღვივა რომ ადამიანი მართლაც რომ უღმერთო გახადა. მე ვფიქრობ რომ ღმერთმა შეგვქმნა და მიგვატოვა. ახლა ვინ გვმართავს, არ ვიცი, მაგრამ ალბათ თქვენც გრძნობთ, როგორ გადაგვცეს ვიღაცას, რომელსაც ნაკლებად აინტერესებს ჩვენი ბედი. ეს მაგონებს უხეირო საიტის ადმინისტრატორს, რომელმაც შექმნა საიტი, დაალაგა სიტუაცია და მერე გადასცა ის სამართავად ვიღაცა იდიოტს.ან იდიოტებს . თავად კი ალბათ ახალი სამყაროების შექმნით არის დაკავებული.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მე ვფიქრობ რომ ღმერთმა შეგვქმნა და მიგვატოვა
ეჰ, დეისტი ვოლტერიც ასე ფიქრობდა. :)) მე ვფიქრობ რომ ღმერთმა შეგვქმნა და მიგვატოვა
ეჰ, დეისტი ვოლტერიც ასე ფიქრობდა. :))
2. მე ფართო მსჯელობის საგანი მგონია დღევანდელი ცხოვრების ნირიდან გამომდინარე ეგ საკითხი,საკითხავია ადამიანის შექმნილი ღმერთი როგორია თორემ,თორემ ღმერთმა რომელმაც შეგვქმნა,მან იცის როგორიცაა,და წმინდა წერილებითაც ჩანს რა და როგორ,მაგრამ თქვენ შეკითხვაზე თუ რა აზრი აქვს ათეისტისთვის მაგის ცოდნას ან საერთოდ კამათში შესვლას მასთან,ბუნდოვნება მატულობს დღითი დღე,პასუხი მარტივია ნიჰილიზმის გამოვლინებაა ათეიზმი,ბოღმის ზენიტი და უკმაყოფილების ლიმიტური ფილოსოფია,რომელიც თან ცდილობს მორალის შენარჩუნებას თან იმ რეალობიდან გაქცევას რომელშიც ღმერთი ფასეულია საზოგადოებისთვის,თუმცა ამ ყველაფრის ფასადურობამ საშუალება მისცა ათეიზმს საკუთარი ნიჰილიზმიც ფასადური გაეხადა რაც სამწუხარო რეალობაა,იცოდნენ ათეისტებმა რომ ღმერთი არსებობდა და კიდევ ეცოდეინებათ,მთავარია ღმერთი ვინ აიძულა მათი შექმნა ისეთი სახით როგორიც არის,აი აქ კი ვხვდებით რომ ადამიანი დაბადებიდან თავისუფალი ნების ბრწყინვალება დაა არა მართული არითმეტიკა რომელსაც კანონზომიერებას გამოუძებნი,ბანალური შეკითხვები კი რომელიც ასე ჟღერს,სად ვართ საიდან მოვდივართ და სად მივდივართ,იმ ათეისტების კოზირად იქცა რომელმაც ფასადად მეცნიერება მიიკერეს და არ იციან რომ მეცნიერების გარეშე ღმერთი შავთეთრია ხოლო მეცნიერება ღმერთის გარეშე შავი ხვრელი რომელიც ყოველს იწოვს და მისგან მორალი შორს არის. მე ფართო მსჯელობის საგანი მგონია დღევანდელი ცხოვრების ნირიდან გამომდინარე ეგ საკითხი,საკითხავია ადამიანის შექმნილი ღმერთი როგორია თორემ,თორემ ღმერთმა რომელმაც შეგვქმნა,მან იცის როგორიცაა,და წმინდა წერილებითაც ჩანს რა და როგორ,მაგრამ თქვენ შეკითხვაზე თუ რა აზრი აქვს ათეისტისთვის მაგის ცოდნას ან საერთოდ კამათში შესვლას მასთან,ბუნდოვნება მატულობს დღითი დღე,პასუხი მარტივია ნიჰილიზმის გამოვლინებაა ათეიზმი,ბოღმის ზენიტი და უკმაყოფილების ლიმიტური ფილოსოფია,რომელიც თან ცდილობს მორალის შენარჩუნებას თან იმ რეალობიდან გაქცევას რომელშიც ღმერთი ფასეულია საზოგადოებისთვის,თუმცა ამ ყველაფრის ფასადურობამ საშუალება მისცა ათეიზმს საკუთარი ნიჰილიზმიც ფასადური გაეხადა რაც სამწუხარო რეალობაა,იცოდნენ ათეისტებმა რომ ღმერთი არსებობდა და კიდევ ეცოდეინებათ,მთავარია ღმერთი ვინ აიძულა მათი შექმნა ისეთი სახით როგორიც არის,აი აქ კი ვხვდებით რომ ადამიანი დაბადებიდან თავისუფალი ნების ბრწყინვალება დაა არა მართული არითმეტიკა რომელსაც კანონზომიერებას გამოუძებნი,ბანალური შეკითხვები კი რომელიც ასე ჟღერს,სად ვართ საიდან მოვდივართ და სად მივდივართ,იმ ათეისტების კოზირად იქცა რომელმაც ფასადად მეცნიერება მიიკერეს და არ იციან რომ მეცნიერების გარეშე ღმერთი შავთეთრია ხოლო მეცნიერება ღმერთის გარეშე შავი ხვრელი რომელიც ყოველს იწოვს და მისგან მორალი შორს არის.
1. სერგეი მიხარია შენი გამოჩენა,
იხარონ უფლის მაძიებელთა გულებმა! სერგეი მიხარია შენი გამოჩენა,
იხარონ უფლის მაძიებელთა გულებმა!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|