ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
4 აგვისტო, 2024


ნაგავში გადაყრილი სანახაობა

მიყვარდა მე და წესები მიყვარდა,
ვფიქრობდი მე და წესებზე ვფიქრობდი,
ვიცოდი მე რომ აზრებად მიქარვა,
ვიცინეთ ჩვენ მაშინ როდესაც ვტიროდით,
ფიქრების მზერაზე ნანახი არ ვიცი,
სიცხიდან გამოსულს ავდარი მომინდა,
სიმშვიდეს ისევე უშნოდ რომ გავნიცდი,
სიტყვები გამქრალი ლექსების კონიდან,
მეტყოდა მზერაა ათასწლის კიბეზე,
სიშორე უენო განდგომა არ არის,
ვფიქრობდი უჩუმრად მე ჩემ ამ სიტყვებზე,
ვიშოვე გულისთვის მე ჩემი წამალი,
მიყვარდა მე მაშინ ოცნება მიყვარდა,
ახლა კი წამართვი ხიბლი და რაობა,
ასეა ზნეობის გარეშე მიქარვა,
ვერ ვპოვე ცოდვასთან მე რამე სხვაობა,
სიშორე მიმათრევს უენო მხარეში,
და თუ კი წამხდარი მე სადმე მიპოვეს,
ვიქნები დარდი და ამ სიმწუხარეში,
მე და შენს წარსულის აჩრდილებს ვიგლოვებ...

თ.გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები