ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხათუნა777
ჟანრი: პოეზია
3 აგვისტო, 2024


* * *

მონატრებაზე არ ვფიქრობ, რადგან
ვიცი, ვერ დავძლევ უჟანგბადობას.
სამოცდაერთის წავიდა მამა.
ჭიგოგამოცლილ ვაზად  დამტოვა.

წავიდა ისე,  ფერგაცლილ ღაწვებს
ვერ დაუბრუნა სხივი ივნისმაც.
ოცდაცამეტგზის  მუხლმოყრით  ვმარცვლე
ლოცვა და ცრემლი- ბოლო  თილისმა,

თუმცა ვერ შევძელ რაიმეს შეცვლა...
დედამაც მამას მხარი აუბა
და უძლურებით ქანცგაწყვეტილმა
უმატა  ჯავრს  და ღმერთთან საუბარს.

დათმო მარჯვენა.  ღიმილიც დათმო,
ღონეგამოცლილ    ყვავილად იქცა
და როცა შველას  ვცდილობდი, ამ დროს
მას  ხმას  უხშობდა აყალო  მიწა.

ნაწევრდებიან სიტყვები,  სამანს
ვერმიღწეულნი. გზაში კვდებიან.
დღეები  ძილში გაპარულს  ჰგვანან,
წყალდებიან  და ვერ თენდებიან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები