ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
5 აგვისტო, 2024


Анна Ахматова - И когда друг друга проклинали…

ანა ახმატოვა - როცა ერთმანეთს შევაჩვენებდით...

როცა ერთმანეთს შევაჩვენებდით,
თეთრად ელავდა ვნება მორიგი,
ჯერ არ ვიყავით სრულად შემგნებნი,
რარიგ მცირეა მიწა ორისთვის,

რომ მტანჯველია ხსოვნა მძვინვარე,
ძლიერთ დაქენჯნის ცეცხლურ იარით,
გული ღამითაც არ იმძინარებს,
გკითხავს - სად არის შენი იარი? 

როცა გუნდრუკის მიღმა ავბედად
ზეიმობს გუნდი, გრგვინავს ქადილით,
მკაცრად, ჯიუტად სულში ჩაგვხედავს
გარდაუვალი მზერა განცდილი.

5 აგვისტო, 2024 წ.


Анна Ахматова - И когда друг друга проклинали…

И когда друг друга проклинали
В страсти, раскаленной добела,
Оба мы еще не понимали,
Как земля для двух людей мала,

И что память яростная мучит,
Пытка сильных — огненный недуг!
И в ночи бездонной сердце учит
Спрашивать: о, где ушедший друг?

А когда, сквозь волны фимиама,
Хор гремит, ликуя и грозя,
Смотрят в душу строго и упрямо
Те же неизбежные глаза.

1909 г.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები