 | ავტორი: ხათუნა777 ჟანრი: პოეზია 14 აგვისტო, 2024 |
დედა ხელს გიშვებს- ეს ცხოვრება ბინდისფერია. ჯერ პატარა ხარ, მუქ ტონებში ცუდად ერკვევი. ზღაპარს გიყვება და- ერთგული, ნაზი ფერია. ღამე შიშს ისხლეტს. თაფლის სანთლის სუნზე ფრთხებიან ოჩოკოჩები და სიმშვიდის ანარეკლები
შენს სიახლოვეს ლივლივებენ. შენ დაგეძებენ და თითოეულს შენი ნატვრის ხმა და სუნი აქვს. იზნიქებიან ვაგონები მძიმე რელსებზე. ტკბილად ეხვევი ძილ- ბურანში და თხელ ფერდებზე შიმშილის ჭინკაც წამიერად განაბულია.
,,გათენდება და დედა მოვა"- ძილში ბუტბუტებ. ,,გათენდება და მოვა დედა" - ექოდ ხმაურობს. ჯიბე სავსე გაქვს შოკოლადით და ბატიბუტით. სკუტერიც, კვარას მაისურიც და ტყავის ბურთიც იქვეა, მაგრამ ეს ოხერი აურზაური
სიზმარს აფრთხობს და გეღვიძება. ,,დე!"- ხმას ვერ აწვდენ. ,,დე!"- ძლივს გაისმის. მერე წყდება. სადღაც, ლოცვები გზას უღობავენ გავეშებულ ცეცხლის ალს, მშიერს და ჩვილთა სულებს, ცისიერი მქრქალი არშიით, გულში იკრავენ სველთვალება ანგელოზები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. როგორ ფაქიზადაა გადმოცემული უმძიმესი ტრაგედია როგორ ფაქიზადაა გადმოცემული უმძიმესი ტრაგედია
2. როგორ ფაქიზადაა გადმოცემული უმძიმესი ტრაგედია როგორ ფაქიზადაა გადმოცემული უმძიმესი ტრაგედია
1. ძლიერი ლაქსია, ძლიერი ლაქსია,
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|