ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარიბ23
ჟანრი: პოეზია
6 სექტემბერი, 2024


  ჩამოტვირთვა

უკანასკნელი კონცერტი

მე შენს სიმებზე დავუკრავ სოლოს,
დღეს შევასრულებ ბოლო პატრიას ,
რადგანაც შენგან იღვრება მხოლოდ,
ყველა მუსიკა- რაც დამმართნია.

უკანასკნელად ვაჟღერებ გამმებს,
შენი სხეულის გამოთლილ წელზე
და ამ მუსიკით გაჟღენთილ წამებს,
ძარღვებში ვუშვებ- ვით ბრძოლის ველზე.

ვიცი შემინდობ როგორმე ბოლოს,
ამ ჩემი სულის ღრმა აპათიას.
მინდა ჩემს თავსაც შენდობა ვთხოვო,
ოდესმე ღმერთმა თუ მაპატია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები