 | ავტორი: ხათუნა777 ჟანრი: პოეზია 10 სექტემბერი, 2024 |
ავტოპორტრეტისთვის როცა არ მყოფნის სიტყვა, ან ფერი, შენ გიხმობ, რომ ნაკლული სივრცე შემივსო.
მანამდე კი, ყველაფერი გამოუცდელი მოგზაურის ხეტიალს ჰგავდა: შენს ნაკვალევს გამოვყევი და გაოცებიდან ფეხისწვერებით შევაბიჯე ეჭვნარევ სიხარულში, მერე ეჭვნარევ სიმშვიდეში, იქიდან შიშებდაფერთხილი ღიმილით მოგიახლოვდი და თვალებში ჩაგხედე, ჩაგეხუტე, ფრთხილად დაგადე თავი მხარზე. მსურდა შენი თმის სურნელით გამეფანტა უსიამოვნო ფიქრები.
შინ მისულმა, სარკის წინ, პალიტრით ხელში, დიდხანს, დაჟინებით ვხატე ახალ- ახალი ავტოპორტრეტები და როცა ყოველ ჯერზე, საკუთარის ნაცვლად შენი ხატი შემომეწერა, დავასკვენი, რომ შენ- ,,მე" იყავი. ჩემი სევდიანი შემოდგომის უჩარჩოო, სისხლსავსე გაზაფხული, მუდამ ახლომახლო მობორიალე, მაგრამ ზამთრის კარიბჭემდე უთქმელობის სევდით არმიმცილებელი...
ჰოდა, ეს ჰობიც ავიკრძალე. ვერ ვიფერმწერებ- რა ფუნჯი და რის საჭრეთელი?! ყელში გაჩხერილ თევზის ფხას ჰგავს ,,მსუყე" ცხოვრება- მფხაჭნის და მახრჩობს. ვუტევ, მაგრამ თავს არ მანებებს.
მხოლოდ ერთს გკითხავ: სტიქიებიდან რომელია უფრო გურმანი? რომელს ეყოფა ერთ გაკვნეტა ტკბილ ულუფად ალუბლის ქალი, ამ ერთხელაც რომ დაიმგზავროს?!
სტიქიებისთვის ენკენისთვე ჩაროზის დროა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ენკენისთვის ჩაროზია ეს ლექსიც.
ენკენისთვის ჩაროზია ეს ლექსიც.
1. ტკბილ ულუფად ალუბლის ქალი, ამ ერთხელაც რომ დაიმგზავროს?! კარგი მიგნებაა. ტკბილ ულუფად ალუბლის ქალი, ამ ერთხელაც რომ დაიმგზავროს?! კარგი მიგნებაა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|