ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
16 სექტემბერი, 2024


ისე მიდიან დღეები...

ისე მიდიან დღეები,
უკან არ იხედებიან!
ჩემშიც ცოცხლობენ გმირები,
არც არასოდეს კვდებიან!

მივყვები იმათ ნაკვალევს
სანამ მუხლებში ძალა მაქვს,
,,ცა ქუდად არ მიმაჩნია
და დედამიწა ქალამნად“.

როს ტაო-კლარჯეთს ვეწვევი,
დავკოცნი მიწას აშოტის...
უფლის მადლით და შეწევნით
წადილს ავიხდენ ბავშვობის.

მწამს: ყველა ტერიტორია
სამშობლოს დაუბრუნდება,
ამ მიწისადმი ეს გრძნობა
არასდროს არ გახუნდება.

მსურს მოვილოცო იშხანი,
ოშკი, ხახული, შატბერდი,
მისხალს შევმატო მისხალი,
თორემ მეც ლამის დავბერდი.

ისე მიდიან დღეები,
უკან არ იხედებიან!
ჩემშიც ცოცხლობენ გმირები,
არც არასოდეს კვდებიან!

ოთარ რურუა

2024

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები