ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიკა ჭელიძე
ჟანრი: პოეზია
25 სექტემბერი, 2024


პირველი და უკანასკნელი ლექსი ჩემს სამშობლოს!


ჩემი სამშობლო ხეა,
არცთუ ისე დიდი.
ფოთლებად ადამიანებმოსხმული.
ხან ქარები არხევენ,
ხან მზე ახმობს,
თუმცა ღრმად გაუდგამს ფესვები, დგას.
ხან ფოთლების სიჯანსაღეს უწუნებენ.
ამბობენ, ფესვი უფრო საღი აქვსო.
სამუდამოდ რომელი ფოთოლი შერჩენია ხეს,
ჰოდა,
ჩემი სამშობლო ხეა და თაობებს ფოთლებივით დაყრის ხოლმე მიწაზე.
ნეტავ,
ნეშომპალად მაინც გამოვადგეთ -
მიწა გავუნოყიეროთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები