მთავარი გვერდი
პორტალის შესახებ
რეგისტრაცია
ნაწარმოებები
კომენტარები
რეცენზიები
დღიურები
წევრები
ლიტ-მოვლენა
ილუსტრაცია
მოგვწერეთ
ძებნა
ფორუმი
გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.
* * *
დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!
ყველა ნაწარმოები
ავტორი:
მარიბ23
ჟანრი: პოეზია
7 ოქტომბერი, 2024
Your browser does not support the audio element.
ფრენის სურვილის მოკვლის გარანტი
ფრენის სურვილის მოკვლის გარანტი,
შენს სულს უჩნდება ფარულ სიმსივნედ,
იპოვნის მერე სადმე წყნარ ადგილს
და სამუდამოდ იქ დაიმკვიდრებს.
ქანცგაწყვეტისგან სრულად გადაღლილს,
როგორ გწყურია ზოგჯერ სიმშვიდე,
უძლებ იქამდე, ვიდრე, სადამდის,
შეძლებ რომ ბოლო პიკთან მიხვიდე.
და ღამით როცა ვეღარ იძინებ,
ხვდები რამის თქმას- თქმა სჯობს არაფრის,
რადგანაც ყველა სიტყვის სიმძიმე,
შენს დაღლილ მხრებზე ტვირთად გადადის ...
დღეს კარგადა ხარ - დღეს ხომ იცინე?
აღარ თოვს სულში ისე - აღარც ცრის.
ოცნება მკლავზე გადაიწვინე
და როგორც სფინქსი ისევ განახლდი..!
გადმოწერეთ PDF ფორმატში
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
1.
რა სევდიანა ხმა გაქვს?!
რა სევდიანა ხმა გაქვს?!
მუხა.
2024-10-08 19:31:12
მონაცემები არ არის
მონაცემები არ არის
10.06.2026 22:46:15