ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
26 ოქტომბერი, 2024


ბოდბეში - წმინდა ნინოს საფლავთან...

ბოდბეში ვიყავ, წმინდა ნინოს საფლავთან ვიდექ,
შევსთხოვ შეწევნას კვლავ ქართველთა განმანათლებელს,
მსურს შეეწიოს საქართველოს ყველა სიწმინდეს,
მრავალჭირ-ვარამ გამოვლილ და მებრძოლ ქართველ ერს.

ბოდბეში ვიყავ, წმინდა ნინოს საფლავთან ვიდექ,
ვლოცულობ ისევ... რაც მაქვს, იმას ვერ წამართმევენ,
მარადისობა დედისერთას ვიდრე მიმიღებს,
ვარ ქართველი და სიკვდილამდე სულ ვიქართველებ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები