ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინა ტაბაღუა
ჟანრი: პოეზია
29 ოქტომბერი, 2024


მდინარის მარგალიტი

-
მაზეგ პირველი ნოემბერია.
რამე თუ ამტკივდება,
თუნდაც მუცელი სიყვარულით,
აუცილებლად დავლევ ანწლის წვენს.

-
ნეტავ, ვინ გააკვირვა, იმ დროში
ჩვენმა დაბადებამ თავო?
ახლა რომ 1984 - ში ჩავბრუნდეთ,
ხელახლა მოვიდეთ სააქაოში,
სადმე გაშლილ ველზე
შემოდგომის უმწეო ქრიზანთემად,
აზრი არა აქვს,
გაივლიან და მშვენივრადაც გაგვთელავენ.

-
არ არსებობს ტკივილი,
რომელიც არ ირყევა თავო,
- არც საწოლი.
წარმოვიდგინე, საყვარელ კაცთან
ერთ საწოლში ჩავწვეთ და
თითო - თითო საბანში გავახვიოთ ტანები.
გგონია ასე ჩავთბებით?
წარმოვიდგინე და ვეღარ გადავრჩით.

-
მოდი, ვაჩვენოთ სანახაობა,
- აგე, ჩვენი გამომზეურებული (ორმო, -  ცი)ს ნათებით ამოვსებული.

ორმოცი წელია,
ერთ სიმღერას ვღიღინებთ
იმ მანძილამდე,
სადამდეც ღმერთი მოგვყვება,
ერთადერთი მუდარით -
დავრჩეთ ნამდვილი,
როგორც მდინარის მარგალიტი.

-
არადა, რა კარგია
მდინარის მარგალიტობა.
ისიც ხომ კარგია,
დღემდე, ცხვარივით რომ ვწიწკნით კუთვნილ ბალახს,
მაგრამ როგორი მავნეა,
ვინმე ხარბმა მოგვიპოვოს და
ამნაირი ნამდვილობა
უბრალო მძივად დაიკიდოს ყელზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები