ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უმა თურმანი
ჟანრი: პოეზია
3 ნოემბერი, 2024


როგორც გენებოთ


დავდიოდი სიყვარულიანი თვალებით
და ეგონათ, უძლური ვიყავი.
მინდოდა სიყვარული და
ეგონათ, მათხოვარი ვიყავი.
შემეძლო ნდობა და
ეგონათ, სულელი ვიყავი.
ბოროტება არ შემეძლო და
ეგონათ, სუსტი ვიყავი.
იქნებ, ზოგჯერ, გავლენით,
„მოვძლიერდი“, „მოვყოჩაღდი“,
ცოტა ამქვეყნიურიც გავხდი,
ცოტა მივდექ-მოვდექი, მაგრამ...
ჩემი არ არის ყოველდღიური, წვრილმანი ფუსფუსი.
ჩემი არ არის ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე
და ქაღალდები.
ჩემი არ არის ქონებაზე გაგიჟება.
იყოს, განა მაწყენს?
მაგრამ მხოლოდ სიყვარულიან
ზიარ-ჭურჭელში,
რომელიც ცოტას თუ გავუზიარე.
რატომ? _ განა, ძუნწი ვარ?
იმიტომ რომ გული ცოტამ გამიღო.
მაგრამ, როცა წყენა წავიდა,
მივხვდი: კარგებიც ვყოფილვართ           
და ვთქვი: ამისთვის ღირს ცხოვრება!
და ორივე თვალი დავხუჭე
დასაძინებლად _
აი, მესამე კი ისევ ღია დამრჩა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები