#თარგმანები
მთარგმნელისაგან
ლექსის ბიბლიური წყაროა ქრისტიანთათვის კარგად ცნობილი ამბავი ყრმა დავით მეფის პირველი გმირობისა. ფილისტიმელებს ჰყავდათ უძლეველი, უზარმაზარი მებრძოლი, სახელად გოლიათი, რომელთან შებმაც ვერავინ გაბედა. დავითმა - შურდული სტყორცნა , თავში გაარტყა. ასე მოკლა იგი. ემილის ეს ლექსი ისევე, როგორც მრავალი მისი მცირე ქმნილება, დასრულება რომ არ დასცალდა, უფრო “დრაფტია” - პრეპოემი, ანუ ტექნიკურად გასამართთა რიცხვს მიეკუთვნება, თუმცა პოეტური კონცეფცია უკვე მკაფიოდაა გამოკვეთილი. ნებისმიერი მკითხველი ადვილად მიხვდება, რომ მასში გადმოცემულია, რა უშედეგოდ, მარცხით დასრულდა ემილის ცდა, მთელი ძალი მოეკრიფა და ცხოვრებაში რაიმე შეეცვალა, რადგან მეტისმეტად უმწეო, მცირე აღმოჩნდა სამყაროულ პრობლემათა წინაშე.
ემილი დიკინსონი
ხელთ მოვიკრიბე, რაც ძალი მქონდა 540 *** ხელთ მოვიკრიბე, რაც ძალი მქონდა - და მთელ სამყაროს შევები, ჰოდა,- ძალით - ყრმა დავითს ვინ აჯობებდა, შემართებით კი - თავიც მომქონდა!
შურდულით ვტყორცნე კენჭი მოზრდილი, მაგრამ დავეცი - სასოწაგვრილი - გოლიათია მართლაც - ნამდვილი თუ - გამოვდექი მცირეზე მცირი?
(თარგმანი ნინო დარბაისელისა)
Emily Dickinson
I took my Power in my Hand 540
I took my Power in my Hand— And went against the World— ’Twas not so much as David—had— But I—was twice as bold—
I aimed by Pebble—but Myself Was all the one that fell— Was it Goliath—was too large— Or was myself—too small?
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ზუსტად ამ წუთას დავამთავრე ფილმის ყურება, შეიძლება ნანახიც გაქვთ - Paterson, სადაც ტიპი ავტობუსის მძღოლია და ძლიერ შეყვარებულია პოეზიაზე, თან წერს კიდეც. ერთხელ გზაზე პატარა გოგოს გადააწყდება, რომელიც ზის და ბლოკნოტში თავისივე შეთხზულ ლექსებს ათვალიერებსს (მოკლედ, მთელი ფილმი ერთი პოეზიაა), ჰოდა ესეც მიუჯდება ამ ბავშვს და გამოელაპარაკება. გოგო კითხავს, ემილი დიკინსონი თუ მოგწონსო და ამანაც, კი, რა თქმა უნდა, მომწონსო. ბავშვი ბავშვურად გაკვირვებული, ირონიული სიცილით ეუბნება - The bus driver who likes Emily Dickinson.)) ჰოდა რა დამთხვევაა, რომ ამის მერე 10-15 წუთში შემოვდივარ აქ და დიკინსონის ლექსს ვაწყდები თქვენთან) სხვათაშორის ამ ფილმში ასეთი ფრაზაც ჟღერდება: Poetry in translation is like taking a shower with raincoat on. რასაც სულ ვამტკიცებ) ზუსტად ამ წუთას დავამთავრე ფილმის ყურება, შეიძლება ნანახიც გაქვთ - Paterson, სადაც ტიპი ავტობუსის მძღოლია და ძლიერ შეყვარებულია პოეზიაზე, თან წერს კიდეც. ერთხელ გზაზე პატარა გოგოს გადააწყდება, რომელიც ზის და ბლოკნოტში თავისივე შეთხზულ ლექსებს ათვალიერებსს (მოკლედ, მთელი ფილმი ერთი პოეზიაა), ჰოდა ესეც მიუჯდება ამ ბავშვს და გამოელაპარაკება. გოგო კითხავს, ემილი დიკინსონი თუ მოგწონსო და ამანაც, კი, რა თქმა უნდა, მომწონსო. ბავშვი ბავშვურად გაკვირვებული, ირონიული სიცილით ეუბნება - The bus driver who likes Emily Dickinson.)) ჰოდა რა დამთხვევაა, რომ ამის მერე 10-15 წუთში შემოვდივარ აქ და დიკინსონის ლექსს ვაწყდები თქვენთან) სხვათაშორის ამ ფილმში ასეთი ფრაზაც ჟღერდება: Poetry in translation is like taking a shower with raincoat on. რასაც სულ ვამტკიცებ)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|