ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკე...
ჟანრი: პოეზია
22 ნოემბერი, 2024


●●●(პოლიტიავნანა 2)

დღეს ა.ბაქრაძის სახლიდან
დროშა გადმოკიდეს,-
დიდ თეთრ ტილოზე შავი ლაქით.
ნიშნად პროტესტის,
გაყალბებული არჩევნებისა.

ენმ-ს რჩევით,
ყველამ,
ვინც ამ არჩევნებს არ ვცნობთ, გავიმეოროთ.
გამოგიტყდებით ეგ იდეა მეც მომივიდა,
ოღონდ  თეთრზე შავმელანგამოჟონილის ნაცვლად,
ევროპის დროშით...

და გამახსენდა ოცდათხუთმეტი წლის წინა აპრილი.
თავისუფლებას შეწირულ
გმირთა გლოვის ნიშნად
აივნებზე შავი დროშები.
მაშინ არც მიფიქრია
თუ გვაკვირდებოდნენ
ვინ დუმდა,
ვინ ღიად გლოვობდა.
წრიპა ვიყავი.

ახლა კი მგონი გვიყურებენ,
(ესეც ასაკის ბრალია).
კი ვეტყვოდი:
-ოჯახში არ ვართ ერთსულოვანნი,
ამიტომ ამ შავლაქიან დროშას ვერ გადმოვკიდებ-მეთქი.
მაგრამ
ქილიკის მეტი რა იციან?!
ორიოდ ირონიულ სიტყვას  გავცვლიდით:
-"საცა არა სჯობს, გაცლა სჯობსო",
გაიცინებენ.
მე კი:
-" მირჩევნია სულზე ერთი მკვდარი მეკიდოს,
და ეს მე ვიყო"...
ვიტყვი სანაცვლოდ.
თანაც,
ამ სამიოდე წლის წინ  უკვე ვთქვი:
თეთრ აბრეშუმს
დედამიწა უნდა ამოვაქარგო
და აივნიდან გადმოვკიდო,
რაც ნიშნავს:
-  არ მომეკარონ,
სანამ ჩემ სიმღერას
არ დაემთხვევა მათი."

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები