ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
24 ნოემბერი, 2024


Анна Ахматова – Родная Земля

ანა ახმატოვა - მშობლიური მიწა

არ დავატარებთ მკერდით, როგორც ძვირფას თილისმას,
ლექსებს არ ვუწერთ,  როს გულიდან ცრემლი ამოხეთქს,
ის  არ გვაფეთებს კოშმარებით  სიზმრის ხილვისას,
არც გვეჩვენება საოცნებო აღთქმულ სამოთხედ.

არ გადავაქცევთ არასოდეს მას ჩვენს სულებში
ყიდვა-გაყიდვის საგნად, გაცვლის საშუალებად,
ვუბედურდებით, დავდუმდებით, დავსნეულდებით
და არ ვიხსენებთ, თითქოს გრძნობა გაშუალდება.

დიახ, ჭუჭყია და ტალახი ჩვენი წაღების
და ჩვენს კბილებში უსიამოდ ახრაშუნდება,
დავაქუცმაცებთ, დავფქვავთ, ავზელთ მას ხელაღებით,
თუმც არ ეცვლება შეურეველ ნაცარს ბუნება.

მისი გავხდებით, მიგვიჩენენ როცა სამარხად
და თავისუფლად შეგვიძლია ჩვენი დავარქვათ.

24 ნოემბერი, 2024 წ.


Анна Ахматова – Родная Земля

В заветных ладанках не носим на груди,
О ней стихи навзрыд не сочиняем,
Наш горький сон она не бередит,
Не кажется обетованным раем.

Не делаем ее в душе своей
Предметом купли и продажи,
Хворая, бедствуя, немотствуя на ней,
О ней не вспоминаем даже.

Да, для нас это грязь на калошах,
Да, для нас это хруст на зубах.
И мы мелем, и месим, и крошим
Тот ни в чем не замешанный прах.

Но ложимся в нее и становимся ею,
Оттого и зовем так свободно — своею.

1961 г.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები