ანა ახმატოვა - ყველა მოყვასის სული სახლობს წიაღში ცათა
ყველა მოყვასის სული სახლობს წიაღში ცათა, წუხილს ვეღარ გრძნობ, როცა არვინ გყავს დასაკარგი, ქვეყნად ცარსკოე სელოს ჰაერი იქმნა, რათა სიმღერა იმეორო მელოდიური, კარგი.
ნაპირთან შეეხება ვერცხლით ნაფერი წნორი, სექტემბრის ნათელ ტბორის ზედაპირს თავდახრილი, ნამყოდან აღდგომილი ჩემს შესახვედრად შორით მოემართება ჩემი დადუმებული ჩრდილი.
წნორის ტოტებზე მოჩანს მრავალი ქნარი უქმი... ადგილი დამრჩა, მგონი, ჩამოსაკიდად ქნარის, ეს იშვიათი წვიმა, ნაჯერი მზიურ შუქით, ნუგეშინია ჩემთვის, ამბავი გასახარი.
4 დეკემბერი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაული, 2024 წ.
Анна Ахматова – Все души милых на высоких звездах
Все души милых на высоких звездах. Как хорошо, что некого терять И можно плакать. Царскосельский воздух Был создан, чтобы песни повторять.
У берега серебряная ива Касается сентябрьских ярких вод. Из прошлого восставши, молчаливо Ко мне навстречу тень моя идет.
Здесь столько лир повешено на ветки… Но и моей как будто место есть… А этот дождик, солнечный и редкий, Мне утешенье и благая весть.
1921 г.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. დიდი მადლობა, ქალბატონო ნინო, ღმერთმა დაგლოცოთ,
სამწუხაროდ კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელობას ეს არ ესმის, ორი წიგნი წარვუდგინე მას:
1.რუსული პოეზიის თარგმანები, სადაც მხოლოდ ანა ახმატოვას 130-ზე მეტი ლექსის თარგმანია შესული და 2. ინგლისური და ირლანდიური პოეზია - უნიკალური წიგნი, ინგლისურენოვანი სამყაროს უდიდესი გენიოსების ლექსების თარგმანები (წინასიტყვაობის ავტორი - გამოჩენილი მთარგმნელი - მანანა ღარიბაშვილი). პასუხი - დაიგნორება, თითქოს ამაზე მნიშვნელოვანი და რაიმე უკეთესი ქართული მთარგმნელობით კულტურისთვის კიდევ არსებობს.
დიდი მადლობა, ქალბატონო ნინო კიდევ ერთხელ! საქართველოს ფაქტიური კულტურის მინისტრი თქვენ უნდა იყოთ! სულიერად, ისედაც ხართ. დიდი მადლობა, ქალბატონო ნინო, ღმერთმა დაგლოცოთ,
სამწუხაროდ კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელობას ეს არ ესმის, ორი წიგნი წარვუდგინე მას:
1.რუსული პოეზიის თარგმანები, სადაც მხოლოდ ანა ახმატოვას 130-ზე მეტი ლექსის თარგმანია შესული და 2. ინგლისური და ირლანდიური პოეზია - უნიკალური წიგნი, ინგლისურენოვანი სამყაროს უდიდესი გენიოსების ლექსების თარგმანები (წინასიტყვაობის ავტორი - გამოჩენილი მთარგმნელი - მანანა ღარიბაშვილი). პასუხი - დაიგნორება, თითქოს ამაზე მნიშვნელოვანი და რაიმე უკეთესი ქართული მთარგმნელობით კულტურისთვის კიდევ არსებობს.
დიდი მადლობა, ქალბატონო ნინო კიდევ ერთხელ! საქართველოს ფაქტიური კულტურის მინისტრი თქვენ უნდა იყოთ! სულიერად, ისედაც ხართ.
2. იგივე ლექსის ჩემეული თარგმანიც დავდე და დღეს დილიდან ვფიქრობ, რა განსხვავებაა ჩემს მთარგმნელობით მიდგომასა და ბატონი ოთარისეულში. ასეთ დასკვნამდე მივედი. 1. მე ვცდილობ, რაც შეიძლება ნათლად, დღევანდელი მკითხველისთვის გასაგებად გადმოვიტანო ორიგინალი ქართულად და თუ მცალია, ან თუ მზად ვარ, ცოტა განმარტებაც დავურთო, ავტორისა და ქმნილების შესახებ. ანუ უფრო - ვემსახურები ორიგინალის ავტორსა და მის კულტურას, ქართველ მკითხველს კი მისი გაცნობის ან გახსენების საშუალებას ვაძლევ.
2. ბატონი ოთარი, ჩემგან განსხვავებით პირველ ადგილზე არა თანამედრივე მკითხველს, არამედ ზოგადად ქართველ მკითხველს აყენებს, ცდილობს, ქართულ ენაში მივიწყების ველში გადასული ლექსიკა გააცოცხლოს თარგმანში და საბოლოო შედეგით, ქართულ ენას, ქართულ კულტურას - ყველა ჭეშმარიტი ქართველის საზრუნავს, უკეთ ემსახურება, თან ჩემსავით მოცალეობის ჟამს კი არა, მთელს თავის დროსა და არსებას უძღვნის ამ საქმეს. წარმატებები მას! იგივე ლექსის ჩემეული თარგმანიც დავდე და დღეს დილიდან ვფიქრობ, რა განსხვავებაა ჩემს მთარგმნელობით მიდგომასა და ბატონი ოთარისეულში. ასეთ დასკვნამდე მივედი. 1. მე ვცდილობ, რაც შეიძლება ნათლად, დღევანდელი მკითხველისთვის გასაგებად გადმოვიტანო ორიგინალი ქართულად და თუ მცალია, ან თუ მზად ვარ, ცოტა განმარტებაც დავურთო, ავტორისა და ქმნილების შესახებ. ანუ უფრო - ვემსახურები ორიგინალის ავტორსა და მის კულტურას, ქართველ მკითხველს კი მისი გაცნობის ან გახსენების საშუალებას ვაძლევ.
2. ბატონი ოთარი, ჩემგან განსხვავებით პირველ ადგილზე არა თანამედრივე მკითხველს, არამედ ზოგადად ქართველ მკითხველს აყენებს, ცდილობს, ქართულ ენაში მივიწყების ველში გადასული ლექსიკა გააცოცხლოს თარგმანში და საბოლოო შედეგით, ქართულ ენას, ქართულ კულტურას - ყველა ჭეშმარიტი ქართველის საზრუნავს, უკეთ ემსახურება, თან ჩემსავით მოცალეობის ჟამს კი არა, მთელს თავის დროსა და არსებას უძღვნის ამ საქმეს. წარმატებები მას!
1. თარგმანი კარგი. თარგმანი კარგი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|