ანა ახმატოვა - ძვირფასო მგზავრო, შენ შორს ხარ ახლა
ძვირფასო მგზავრო, შენ შორს ხარ ახლა, თუმცა ჩურჩულით გესაუბრები. ცაზე სანთლები გამოჩნდა ნათლად, მწუხრს აცილებენ ღამის სტუმრები.
ჩემო ყარიბო, ნათელი მზერა მარჯვნივ მიმართე დაუხანებლად, სამყოფელი აქვს იქ დრაკონს ვერაგს, კარგა ხანია მივის მბრძანებლად.
მღვიმეში, სადაც ცხოვრობს დრაკონი, არც დანდობაა და არც კანონი, კედელზე ლახტი ჰკიდია რკინის, ვერ ვბედავ მღერას, ვერც დაძვრას კრინტის.
სასტიკად მგვემავს ფრთოსანი კრული, სურს მორჩილება მასწავლოს სრული და დამავიწყოს სიცილი ლაღი, ყველას რომ ვჯობდე, ამომდებს აღვირს.
ძვირფასო მგზავრო, გთხოვ შორ ქალაქში გაიყოლიო ჩემი სიტყვები, დადარდიანდეს ძალისძალათი ის, რომლის გამოც ცოცხლად ვითვლები.
24 დეკემბერი, 2024 წ.
Анна Ахматова – Путник милый, ты далече
Путник милый, ты далече, Но с тобою говорю. В небесах зажглися свечи Провожающих зарю.
Путник мой, скорей направо Обрати свой светлый взор: Здесь живет дракон лукавый, Мой властитель с давних пор.
А в пещере у дракона Нет пощады, нет закона. И висит на стенке плеть, Чтобы песен мне не петь.
И дракон крылатый мучит, Он меня смиренью учит, Чтоб забыла дерзкий смех, Чтобы стала лучше всех.
Путник милый, в город дальний Унеси мои слова, Чтобы сделался печальней Тот, кем я еще жива.
1921 г.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|
|