მარინა ცვეტაევა - შემოდგომა ტარუსაში
მოწმენდილი დილაა, არ ცხელა და მირბიხარ მინდვრად, ხელებს აქნევ, ხედავ ნავი ვით მიცურავს ნელა, მდორე ოკის თავქვე.
უნებურად სიტყვებს წამოისვრი, იმეორებ, სადღაც მიიჩქარი, ზანზალაკთა წკარუნის ხმა ისმის, ოდნავია ჩქამი.
წკარუნობენ მდელოზე, თუ ხევთან? სალეწავად ხომ არ მიაქვთ კევრი? თვალმა შეძლო წამით ჩაეხედა ვიღაც უცხოს ხვედრში.
ლურჯი სივრცე მოჩანს ფიჭვებს შუა, ჟრიამული ეფინება კალოს, იღიმება შემოდგომა ჩუმად, ჩვენს გაზაფხულს სწყალობს.
დუღს ცხოვრება. მაგრამ მაინც, ერთობ გვენატრება ოქროს დღეთა დენა, რა შორია ის დღეები, ღმერთო! რა შორსაა ჩვენგან!
30 დეკემბერი, 2024 წ.
მარინა ცვეტაევამ ქ. ტარუსაში გაატარა ბავშვობა
Марина Цветаева - Осень в Тарусе
Ясное утро не жарко, Лугом бежишь налегке. Медленно тянется барка Вниз по Оке.
Несколько слов поневоле Всe повторяешь подряд. Где-то бубенчики в поле Слабо звенят.
В поле звенят? На лугу ли? Едут ли на молотьбу? Глазки на миг заглянули В чью-то судьбу.
Синяя даль между сосен, Говор и гул на гумне… И улыбается осень Нашей весне.
Жизнь распахнулась, но всe же. Ах, золотые деньки! Как далеки они. Боже! Господи, как далеки!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|