ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
13 თებერვალი, 2025


სიცოცხლე,ცხოვრება და შაირები

შანარას ქრონიკებს თუ უყურებ გვიანა უკვე,
შანარას გზაზე დაგებული დიდი ხიდია,
სამყარო მისი უსასრულო საყდარში უწევს,
გზაზე დარბიან და საყდრებში არა მიდიან,
სამყაროვ ჩემო უსასრულოდ რეკენ ზარები,
უწყება ჩემი აღარავის აღარ უამბო,
ეს ზეცა მისი პატრონივით განაწვალები,
დაღრეჯილ ხედებს უცილობა, ისიც უმანკო,
ჩემი წყეული განთიადი ასე ღმერთია
და სამყაროა რაც შენთვისაც არა გაიქცა,
გავიდა ხანი და განდგომა განა ერთია,
არ დარჩა მისი ნაღვინარი ღვინო დაიქცა,
ჩავთვალე ვისი? ან რამდენი არსობა კმარა?
ჩათვალე სუსხი დაიქცევა ირიბად წამად,
დაიარს ხევებს ეს სამყარო  და ჩუმი სხივი,
მარილი მესმის აღარ მესმის ამდენი კამა...

თ.გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები