ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
23 თებერვალი, 2025


Марина Цветаева - Какой-нибудь предок мой был — скрипач...

მარინა ცვეტაევა - ალბათ ვემსგავსე მევიოლინე...

ალბათ ვემსგავსე მევიოლინე
წინაპარს, თანაც მხედარს და მპარავს,
მასავით ბევრი შევიყოლიე,
ქარის სურნელი თმას ასდის მარად.

ეგებ გარგარი აცინცლა ტუხამ,
ჩემი მარჯვენით,  დასცალა ხვირი,
ან მისგან დამყვა ვნებები უხვად,
ხუჭუჭა თმა და არწივის ცხვირი.

გაოცდებოდა  მეგუთნის ჩუთით,
ატრიალებდა ტუჩებში ასკილს,
ცრუ ძმადნაფიცი, მიჯნურთა ჯუფთში
ალერსიანი ხდებოდა ასწილ!

უყვარდა მთვარე, თუთუნი, ფსკვნილი,
გართობა ყველა მეზობლის ქალთან,
ლაჩარიც იყო, ზედმეტად ფრთხილიც,
მხნე წინაპარი თაფლისფერთვალა.

სული მიჰყიდა ეშმაკს და ბილწი
სასაფლაოსკენ არ ვლიდა ბნელში,
ასე მგონია, პირბასრი ღინწიც
გადაემალა ძველ ჩექმის ყელში.

ბევრჯერ დამდგარა კუთხესთან ბინდში,
უდარაჯებდა გამვლელს უძრავად,
დააცხრებოდა ვით კატა... მივხვდი,
ვიოლინოზე რომ არ უკრავდა!

გამქრალ თოვლივით არას ჯავრობდა,
გვირგვინოსანი საკუთარ თავის,
მევიოლინედ ვით ის ვარგოდა,
ისეთნაირი  მგოსანი გავხდი.

23 თებერვალი, 2025 წ.


Марина Цветаева - Какой-нибудь предок мой был — скрипач...

Какой-нибудь предок мой был — скрипач,
Наездник и вор при этом.
Не потому ли мой нрав бродяч
И волосы пахнут ветром!

Не он ли, смуглый, крадёт с арбы
Рукой моей — абрикосы,
Виновник страстной моей судьбы,
Курчавый и горбоносый.

Дивясь на пахаря за сохой,
Вертел между губ — шиповник.
Плохой товарищ он был, — лихой
И ласковый был любовник!

Любитель трубки, луны и бус,
И всех молодых соседок…
Ещё мне думается, что — трус
Был мой желтоглазый предок.

Что, душу чёрту продав за грош,
Он в полночь не шёл кладби́щем!
Ещё мне думается, что нож
Носил он за голенищем.

Что не однажды из-за угла
Он прыгал — как кошка — гибкий…
И почему-то я поняла,
Что он — не играл на скрипке!

И было всё ему нипочём, —
Как снег прошлогодний — летом!
Таким мой предок был скрипачом.
Я стала — таким поэтом.

1915

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები