ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
3 მარტი, 2025


ჯენი - ჩვენო მშვენიერო...

ჯენი - ჩვენო მშვენიერო
ქებას გიძღვნის მგოსანი,
მინდა სულ იბედნიერო,
თვალი პატიოსანი

გიცქერდეს და ბევრი წელი
შენი ცქერით ხარობდეს,
არ გქონოდეს სადარდელი,
ღვთისმშობელი გწყალობდეს.

სხვა რა გითხრა... მსიამოვნებს
ცქერა ლამაზმანების,
გულს ვერავინ დაიმონებს,
ესმის რეკვა ზარების.

ჯენი - ჩვენო მშვენიერო
ისევ გაქებს მგოსანი,
მსურს რომ სულ იბედნიერო,
თვალი პატიოსანი

გამჩნევდეს და გიხაროდეს,
ტაშს გიკრავდეს მნახველი,
მინდა გულიც გიმღეროდეს
სიყვარულის სახელით.

ოთარ რურუა

2025

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები