ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ-ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
9 მარტი, 2025


Марина Цветаева - Попытка ревности

მარინა ცვეტაევა - ეჭვიანობის მცდელობა

მიპასუხეთ, როგორ ცხოვრობთ სხვასთან, -
მარტივია? - ერთი მოსმა ხოფის!
თქვენში სანაპირო ზოლის მსგავსად
წაიშალა ხსოვნა ჩემთან ყოფნის,

მცურავ კუნძულივით ვკვეთდი სივრცეს
(ზღვის მაგივრად - ცაში) დაყვავებით;
ჩვენო სულნო, დებად უნდა იქცეთ,
ვერ იქნებით რადგან საყვარლები.

როგორ ცხოვრობთ მაგ მდაბიო ქალთან
და უარყოფთ ღვთაებათა ხატებს,
დედოფალი დაანარცხეთ დაბლა,
მდაბიორი აღაზევეთ ტახტზე.

როგორ ცხოვრობთ, სახელს რად იბღალავთ,
როცა მასთან ფუსფუსებთ და დგებით,
უხამსობის მარადიულ ღალას
უბადრუკო, როგორ უმკლავდებით?

„კმარა კრუნჩხვა, შეღონება - ხვედრად,
ვიქირავებ სადმე საბინადრეს“.
როგორ ცხოვრობთ ნებისმიერ მდედრთან,
ჩემო ერთავ, თავს რად დაიმდარებთ?

უჩვეულო საზრდოს ხმევას ცდილობთ,
მოგეყირჭათ, ძველი აღარ გინდათ...
როგორ ცხოვრობთ მასთან, უსირცხვილოდ
ვინც წაბილწა სინაის მთა წმინდა.

როგორ ცხოვრობთ ჩამომგდებთან შუღლის,
მასში პოვეთ გამოცლილი ნეკნი?
ან ზევსისგან გაშოლტილი შუბლი
სირცხვილისგან არასოდეს გქენჯნით?

როგორ ცხოვრობთ სხვასთან, ჯანი ისევ
შეგრჩათ? მღერით, შეახამებთ რითმებს?
ან სინდისის უკვდავ წყლულის ისრებს
საცოდავი როგორ იგერიებთ?

საბაზრო ნივთს როგორ უნდა ენდოთ?
მძიმე ხარკი დაგაკისრათ მტერმა
და კარარის მარმარილოს შემდგომ
როგორ ცხოვრობთ თაბაშირის მტვერთან.

ქვიდან სურდათ გამოკვეთა ღმერთის,
დაცალეწეს, როცა მიამსგავსეს,
როგორ ცხოვრობთ, ვინც ლილიტთან შერთვის
შემდეგ ელტვით მეასიათასეს!

ბაზრის ამ სიახლემ დაგარწყულათ?
ჯადოსნური გაიციეთ ტრფობა,
სიყვარულში იმან დაგარწმუნათ,
მოკლებულა ვინც მეექვსე გრძნობას.

ბედნიერ კაცს ვითომ დაგამსგავსათ?
არა? ძირს ხართ თვალჩაუწვდენ ხრამის,
როგორ ცხოვრობთ, საყვარელო, მასთან,
უფრო მძიმედ, თუ ჩემგვარი ვამით?

9 მარტი, 2025 წ.


Марина Цветаева - Попытка ревности

Как живется вам с другою, —
Проще ведь? — Удар весла! —
Линией береговою
Скоро ль память отошла

Обо мне, плавучем острове
(По небу — не по водам)!
Души, души! — быть вам сестрами,
Не любовницами — вам!

Как живется вам с простою
Женщиною? Без божеств?
Государыню с престола
Свергши (с оного сошед),

Как живется вам — хлопочется —
Ежится? Встается — как?
С пошлиной бессмертной пошлости
Как справляетесь, бедняк?

«Судорог да перебоев —
Хватит! Дом себе найму».
Как живется вам с любою —
Избранному моему!

Свойственнее и съедобнее —
Снедь? Приестся — не пеняй…
Как живется вам с подобием —
Вам, поправшему Синай!

Как живется вам с чужою,
Здешнею? Ребром — люба?
Стыд Зевесовой вожжою
Не охлестывает лба?

Как живется вам — здоровится —
Можется? Поется — как?
С язвою бессмертной совести
Как справляетесь, бедняк?

Как живется вам с товаром
Рыночным? Оброк — крутой?
После мраморов Каррары
Как живется вам с трухой

Гипсовой? (Из глыбы высечен
Бог — и начисто разбит!)
Как живется вам с сто-тысячной —
Вам, познавшему Лилит!

Рыночною новизною
Сыты ли? К волшбам остыв,
Как живется вам с земною
Женщиною, без шестых

Чувств?..
Ну, за голову: счастливы?
Нет? В провале без глубин —
Как живется, милый? Тяжче ли,
Так же ли, как мне с другим?

1924 г.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები