ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: პროზა
13 მარტი, 2025


ემიგრაციის ქრონიკები

....ძლივს მივათრევდი დაღლილ ფეხებს.ზურგჩანთა რატომღაც  კიდევ უფრო  დამძიმდა, ქალაქი თავზე დამემხო, ის დაღამებასთან ერთად უფრო და უფრო მკაცრად  მაშტერდებოდა და სავარაუდოდ გასრესით მემუქრებოდა , ეს ხომ მისი უტყვი და ჩვეული ხერხი იყო,  მარტოსული ემიგრანტის განადგურება ....გახეული ბოტასი საშინლად ჭრიალებდა ქვაფენილზე ,
მიუნხენის ბანჰოფის მოთეთრო შუქი შორიდანვე შევამჩნიე, ის  მიზიდავდა , იქ სითბო იყო და გადარჩენის იმედი.ქალაქის ცივ სუნთქვას კეფასთან ვგრძნობდი უკვე, წელში გავიმართე, სახეზე უდარდელი მგზავრის იერი მოვირგე და სადგურზე  შევედი .
..........
პირველივე სკამზე დავეშვი, თავბრუსხვევა ვიგრძენი , თვალი რომ გავახილე , კედელი ჭერად იქცა ....მერე ისევ გასწორდა,  ცივ  ზურგჩანთას ლოყა დავადე და მომხდარის გააზრებას ვცდილობდი  , თუმცა ვერ ვახერხებდი....შევეცადე რაიმე კარგის გახსენებას და ვერ შევძელი, ვერ გავიხსენე ,  თავში აუტანელი ტკივილი პულსირებდა , ბოლო  შოკოლადი ჯერ კიდევ გუშინ  შევჭამე ....თუ დღეს ? სად ვარ? ისევ ცოცხალი ვარ თუ დაირღვა ყველა მიწიერი კავშირი ? ნუთუ ეს რეალობაა? არა, როგორ შეიძლება რეალობა ასეთი სასტიკი იყოს ??????
.........
უცებ ჩამეძინა და ყველა ცოცხალი
არსებისთვის ძვირფასი , დედა მესიზმრა.....

ს.ნ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები