| ავტორი: თემური57 ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 19 მარტი, 2025 |
" ბაშპლემის ფილა" გავშიფრეთ
როგორც "ურაკზე" დადებული წინა ინფორმაციიდან გაცნობეთ, დაწყებული გვქონდა "ბაშპლემის ფილის", რომელსაც შემდგომ ვუწოდეთ "ნოეს ფილა", რადგან ტექსტში საუბარია წარღვნის ეპიზოდზე, წაკითხვის (გაშიფვრის) პროცესი, ჰოდა, შევძელით მისი სრულად გაშიფვრა.
ნაშრომი, რომელიც დაახლოებით 65 ფურცელია, წარდგენილია თითქმის ყველა შესაბამის სამეცნიერო დაწესებულებაში რეცენზირებისთვის, ვიდეოს სახით დევს სოც. ქსელებშიც და აუცილებლად ვდებთ ჩვენს საყვარელ "ურაკზე".
წარმოგიდგენთ გაშიფრულ სრულ ტექსტს. არ გაგიკვირდეთ ტექსტში სიტყვების გამეორება, ფილაზე მეორდება დატანილი სიმბოლოები და შესაბამისად სიტყვებიც ამიტომ მეორდება. ჩვენს მიერ გაშიფრულ ტექსტში ყველა განმეორებული სიმბოლოს ფონეტიკური შესატყვისებიც იდენტურია ერთმანეთისა, რაც იმის მტკიცებულებაა, რომ უძველესი ტექსტი სწორად გავშიფრეთ:
"ურაკის" ფორმატიდან გამომდინარე, სამწუხაროდ სრულ კვლევას ვერ ვდებთ, რადგან მასში არის ბევრი გრაფიკული გამოსახულება სურათის სახით და "დაასლებისას" აქ არ იდება, ცალკე კი ვერ ავტვირთავთ, აზრს კარგავს, სხვადასხვა ფურცელზეა დატანილი და ახლავს განმარტება ან მოიცავს რაღაც პროცესის ახსნას.
„ნოეს ფილის“ (ბაშპლემის ფილის) სრული ტექსტი ქართულ ენაზე:
ა) მზად იყოს კეთილშობილი წარმომავლობა ცრემლის-თვის (წყლის-თვის). ბ) შენი სამი შვილი შეკრიბე ნოე, დატოვე აქაურობა, რომ გადარჩე, წადი. გ) შენ ხარ სიცოსხლე, ბრძენი, კეთილშობილი წარმომავლობა სამი ქმნილების. წვიმა მოვა დედამიწაზე წყლის ნაკადი, იქნება ყველგან ჭექა-ქუხილი. დ) წარუძეხი ჯოგს დასაჯდომად ხომალდში, ცურვაში წაიყვანე ნოე მტრედი, ასევე ჩასხი პირუტყვი. ე) წყალდიდობის დასაძლევად, რომ გადარჩე ნოე, ხომალდი შექმენი (ააგე), მზად იყოს ის. ვ) გადარჩენისთვის, რომ გაძლო შენი ღმერთი შენთან იქნება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ძალიან საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდე, მიუხედავად იმისა, რო მოცულობით მცირეა, ძალიან საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდე, მიუხედავად იმისა, რო მოცულობით მცირეა,
1. ძალიან საინტერესოა)) ძალიან საინტერესოა))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|