 | ავტორი: სოფო88 ჟანრი: პოეზია 19 მარტი, 2025 |
ვალაგებდი წიგნებს ახალ თაროზე, (ძველი ჩატყდა, სიმძიმეს ვერ გაუძლო)... მიდიოდა გოგო დოქით წყაროზე მხატვარს ფეხქვეშ თვით სამყარო გაეგო... ... აცახცახდა წიგნი უცებ ხელებში, თითქოს ყდაზე ქალმა როკვა გამართა, ფურცლებიდან სუსტი ასო-ბგერები წამოდგნენ და ფიქრმაც თავი წამართვა... მწერდი: უნდა მაპატიო ეს განცდა, დაბადების დღეს გილოცავ შორიდან! მონატრება უკვე საზღვრებს გადაცდა... მართლა... ჩემი საჩუქარი მოვიდა?.. წავიკითხე და თან ყუთსაც ავხადე- მიღიმოდა ქალი ქაღალდს მიკრული... იმ წამიდან მე ხელახლა გამხადე სამუდამოდ შენი სულის მიჯნური. იმ წამიდან წიგნი რომ გადავშალე, იმ წამიდან ნაწერმა რომ წამიღო, პირველ გვერდზე ვნებად რომ დაიცალე იმ წამიდან ავტორმაც კი გამიგო... მერე, მერე ის სიშორე გაგრძელდა, სხვა გარემომ მონატრებაც არია, გემოვნება ახლებურად აჭრელდა, წარსულში კი წლებმა წლები ჩარია. მწერდი, სიტყვებს აღარ ჰქონდა ის ფერი, მიღიმოდი და ღიმილიც კრთებოდა, ამიტომაც ნატვრას ლენტი შევხსენი, მანამ, ვიდრე ხე მთლად ჩამოხმებოდა! ახლა, როცა წიგნის თაროს ვანახლებ, ახლა, როცა ძველს სიმძიმით ეტკინა, ვითხოვ, ჩემი წილი სხივი მანახეთ... შენ, სამყაროვ, ჩემგან რამე გეწყინა?
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ძალიანი მომეწონა. ძალიანი მომეწონა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|