ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ-ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
27 მარტი, 2025


Марина Цветаева - Я — есмь. Ты — будешь. Между нами — бездна…

მარინა ცვეტაევა - მე - ვარ, შენ - იქნები, გვყოფს ხრამი წყეული

მე - ვარ, შენ - იქნები, გვყოფს ხრამი წყეული,
მე ვსვამ, შენ გწყურია, ვეღარ მოვრიგდებით,
გვაშორებს ათწლედი და ათასწლეული,
უფალი არ არის ამგები ხიდების.

იყავი! - ვღაღადებ, გამიშვი ზაფრული...
სუნთქვით ზრდა არ ჩავკლათ, ვიდავებთ როდესაც,
მე - ვარ, შენ - იქნები, ათი გაზაფხულის
გასვლისას იტყვი: - ვარ! მე ვიტყვი - ოდესღაც...

27 მარტი, 2025 წ.


Марина Цветаева - Я — есмь. Ты — будешь. Между нами — бездна…

Я — есмь. Ты — будешь. Между нами — бездна.
Я пью. Ты жаждешь. Сговориться — тщетно.
Нас десять лет, нас сто тысячелетий
Разъединяют. — Бог мостов не строит.

Будь! — это заповедь моя. Дай — мимо
Пройти, дыханьем не нарушив роста.
Я — есмь. Ты будешь. Через десять вёсен
Ты скажешь: — есмь! — а я скажу: — когда-то…

1918 г.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები