ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პალატამერვე
ჟანრი: პოეზია
3 აპრილი, 2025


მე - მარტინ იდენი

მე რა მინდოდა ლექსის გარდა?!
რა დამიტოვე?! - დარდი, დარდი…
ჩათლახი გავხდი,
გადავგვარდი.
მეზღვაურების დროშას
ზღვაში გავყევი, 20 წლისამ
და თუთიყუშებს მხარზე ვისვამ.
ასე ვინ მღერის? ასე ვინ სვამს?
ვინ კოცნის ასე შროშანს?

ყველა გამოცდა ჩავაბარე,
ვისწავლე წყალწყვა, ჯალამბარი
და ამ ყველაფრის მერეც,
მიყვარდა ცხელი შოკოლადი.
დიდ ამბავი - ჰოკაიადო.
შენ გემრიელად მოკალათდი,
მე მოგიყვები ხმელეთს.

მწველ მზეებს გეტყვი, ალებიანს,
თვალუწვდენელი ალვებია,
ქარები ქრიან იქაც
და უყურებენ სავსე მთვარეს.
სულ შენ მიყვარდი, შემითვალეს
და ნანახი მაქვს, ჩემი თვალით,
კაცი რომ რგავდა იფანს.

შენც 20 წლის თუ იქნებოდი,
მე გიკვდებოდი, გიკვდებოდი
და ერთმანეთის გვერდით,
ერთიმეორეს მორიგენი,
იძირებოდა ორი გემი.
დიდი ამბავი - ორიგენე,
ჩვენც ხომ ლამაზად ვწერდით.

წყალი ვიყავი აგვისტომდე,
არტისტამდე და ატმის რტომდე,
ისევ ზღვის გემო მსურდა.
"ნუ ტირი, ჩემო სევდიანო,
წყალსაც წაუღია ერთიანად"...
თანაც, სცოდნია ერთთვიანი
ამხელა ზღვაში სურდო.

და როცა ყველას გავეცალე,
ქუჩაში ლექსი გავიცანი,
მან მითხრა - მალე მოთოვს.
რა ხერხს მივმართო, ახლა, რა ხერხს?
ყრიან ტკივილებს, როგორც ნახერხს
და ვერის ბაღში კაცი ნახეს,
კრეფდა დაცვენილ ფოთოლს.

მერე წავიდა ჩემი ლექსი,
დილაადრიან, სადღაც ექვსზე,
მიდიოდა და ენთო.
როგორც მზეებით სავსე ჩალთა,
თვალს მოეფარა მისი ჩანთა,
რა კარგი იყო, სანამ ჩანდა,
რა კარგი იყო, ღმერთო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები