ვაზივით ვარდებს უსურვიათ ღვინის დედობა, სურნელმა ვარდი დიდი ხანი აფიქრა თურმე, ვაზივით მთვრალი ვარდები და მათი ღრეობა, აქცევდა გზებს და აბრუნებდა თურმე დიდ ურმებს,
აზრებს და ფიქრებს ასხვაფერებს თურმე ბადაგი, და ბადაგს ვარდი არ უხდება, ესეც კმარია, ეკლებით ვარდი ბარში არის დიდი მარაგით, ვაზი კი მთების და ფერდობის ბინადარია,
შეშურდა ვარდსაც ,ვაზის მსგავსი ინატრა გემო, ყურძენს კი ტვირთი ამძიმებდა მისი ცხოვრების, თუ გინდა ღვინო სჯობს ყურძენი სხვა გააშენო, არ გშვენის გცნობდნენ ვარდის ღვინის გამოგონებით,
ეწყინა ვარდებს,თავი ყველამ ერთად დახარა, ეწყინა ვაზსაც,სურნელების გაფლანგვა არ სურს, ვარდებმა გულზე მე ეკლები შემომაყარა, ღვინო კი მათრობს,ამ სიცოცხლეს ისევ ხდის სასრულს,
გათენდა დილა,დასასრული ზამთრის დამდგარა, გაზაფხულს იამ გაცოცხლება დაასწრო ყველას, კანონი მიწის, ცამ ყოველს რომ გადააფარა ვაზივით ერთი,ისიც ელის ვარდისგან შველას.
თ.გუბელიძე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მადლობა ვანანო <3 )) მადლობა ვანანო <3 ))
3. ძალიან მსუბუქი, საინტერესო, გამართული :))5ქ ძალიან მსუბუქი, საინტერესო, გამართული :))5ქ
2. მადლობა მუხა <3 მადლობა მუხა <3
1. ძალიან ლამაზი ლექსია. ვარდისა და ღვინის სურნელება ვიგრძენი/ ძალიან ლამაზი ლექსია. ვარდისა და ღვინის სურნელება ვიგრძენი/
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|