ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
14 აპრილი, 2025


შენიდან შენამდე...

ბევრი ვიარე და მაინც
გზებმა შენს ირგვლივ მატარა,
გზები მე შლილი მეგონა,
წრე არ ყოფილა პატარა?
თავქვეც დავეშვი, ზევითაც
აღმართს ავყევი უშიშრად,
მაგრამ ნაბიჯი ყოველთვის
შენს ბილიკს კვეთდა უტიფრად.
შორს მივდიოდი თუ ახლოს
წინ თუ გან - თავის უფალი...
რა ვქნა, სულ ყველგან შენ იყავ
ნუთუ მიმიძღვის მე ბრალი?
თვალები?- თვალი რისია
ხან იქით დარბის, ხან აქეთ
და თუ შენ გადაგეყარა,
რად ჩამეთვლება მე მახედ?
ანდაც ტუჩები, ღიმილი
როდის ყოფილა მორჩილი,
შენი ნახვისას რომ შეძლოს
ბაგეს დაიდოს ბორკილი?
სიტყვები? განა სიტყვები
ენას არ ადგას ჩვეულად?
თუკი მათ ფეხი დაუცდათ
თუ ვნება გამომზეურდა,
თუ გრძნობა გულში მალული
სულ უცაბედად აშარდა
მე რა, შევძლებ გულს ვაჯობო?
რა ვქნა, თუ შენით აჩქარდა?
პირიქით, აქეთ მიგიძღვის
ბრალი ჩემს ბედში ტრიალით,
შენ თვითონ რომ არ გეცადა
დამჩემდებოდა წრიალი?..
...
ბევრი ვიარე და მაინც
გზებმა შენს ირგვლივ მატარა,
გზები მე შლილი მეგონა,
წრე არ ყოფილა პატარა?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები